შინაარსზე გადასვლა

ქართველები ბელარუსში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართველები ბელარუსში
საერთო მოსახლეობა
2400 (2009)-4000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ქართული, რუსული და ბელარუსული
რელიგიები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია

ქართველები ბელარუსში — ეთნიკური ქართველები, რომელთა რიცხვიც მერყეობს 2400-ს და 4000-ს შორის. ქართველთა დიდი ნაწილი ბელარუსში ჩავიდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. ისინი იქნენ დევნილნი, გადასახლებულნი ან უბრალოდ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასულნი. [1] ისინი არ ივიწყებენ ქართულ კულტურას, საუბრობენ ქართულ ენაზე და არიან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი.