ქართველების ემიგრაცია პოლონეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართველები პოლონეთში
პოლონელი და ქართველი ოფიცრები პოლონეთის არმიაში, 1925 წელი
საერთო მოსახლეობა
10,000 (2011)
ქართველებით დასახლებული რეგიონი/ქალაქი ვარშავა
რელიგიები

საქართველოსა და პოლონეთს შორის დოკუმენტირებულად დადასტურებული ურთიერთობები XV საუკუნიდან იწყება, როდესაც საქართველოს (ქართლის) მეფე კონსტანტინე I-მა პოლონეთის მეფე ალექსანდრე იაგელონთან დიპლომატიური მისია გააგზავნა. მოგვიანებით, პოლონეთის მეფე იან III სობესკიც ცდილობდა საქართველოსთან ურთიერთობის დამყარებას. XVII საუკუნეში, პოლონეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო კამპანიებში მრავალი ქართველი იღებდა მონაწილეობას.

ბოგდან გურჯიცკი, ქართველი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და პოლონეთის მეფის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა სპარსეთში, ის ხშირად მოგზაურობდა და მასზე მაღალი რანგის მისიონერებთან შედარებით, რიგი პრივილეგიებით გამოირჩეოდა. მეფე იან II კაზიმის მმართველობის დროს, მისიით ისპაანში გაემგზავრა, ხოლო მეფე იან III სობესკიმ გურჯიცკის შესაძლელობები დროის სხვადასხვა პეროიდში გამოიყენა (1668, 1671, 1676–1678, 1682–1684 და 1687 წლებში). გურჯიცკი მრავალი წელი ცხოვრობდა შაჰის კარზე, როგორც სპეციალური მცხოვრები და პოლონეთის მეფის წარმომადგენელი; სწორედ მან მიაწოდა შაჰ სულეიმანს ინფორმაცია ქრისტიან სამხედრო ძალთა მიერ ვენაში (1683) მიღწეული გამარჯვების შესახებ.

რამდენიმე ქართველი პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე საქართველოდან პოლონეთში მას შემდეგ გაემგზავრა, როდესაც 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალები შემოიჭრნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (სდრ), დაამხეს ხელისუფლება და იმავე წლის მარტში დაამყარეს საბჭოთა მმართველობა. პოლონეთის ქართული საზოგადოება, მიუხედავად სიმცირისა აქტიურ პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. აღსანიშნავია, ქართველთა მსახურობა პოლონეთის არმიის რიგებში 1920-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]