ქართა
იერსახე
| ქართა | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°52′56″ ჩ. გ. 43°36′00″ ა. გ. / 41.882278° ჩ. გ. 43.600139° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ხაშურის მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2315 მ |
| ქედი | თრიალეთის ქედი |
| ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია |
ქართა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურისა და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოების — ღორისნამკალზე (ნეძვისწყლისა და ძამის წყალგამყოფი). სიმაღლე ზღვის დონიდან 2315 მ. აგებულია პალეოგენური ასაკის ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით. ქვემო და შუა კალთები შემოსილია შერეული ტყით (ჭარბობს წიფელი), ზემო — სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 458.