ქარავანთუფროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქარავანთუფროსიქარავანბაში, საქონლის შემოტანა-გატანის ორგანიზატორი ქალაქში. თბილისში საქონლის შემოტანა-გატანა უმთავრესად ქარავნებით ხდებოდა. ქარავნები, ჩვეულებრივ, აქლემებისგან, ზოგჯერ კი — ცხენის, ჯორის, ვირის და ხარისგანაც კი იყო შედგენილი. მრავალრიცხოვან ქარავანში რამდენიმე ათეული კაცი ერთიანდებოდა. ქარავნის მოგზაურობას ქარავანთუფროსი მეთაურობდა. მას თავისი ხელქვეითი მოხელეებიც ჰყავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]