ქარადროსი
იერსახე
ქარადროსი | |
---|---|
![]() ქარადროსი | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე |
პანაქაიკო 38°13′14″ ჩ. გ. 21°51′00″ ა. გ. / 38.220583° ჩ. გ. 21.850194° ა. გ. |
შესართავი |
პატრაიკოსის ყურე 38°17′25″ ჩ. გ. 21°45′47″ ა. გ. / 38.290417° ჩ. გ. 21.763056° ა. გ. |
სიგრძე | 25 კმ |
![]() ![]() |
ქარადროსი (ბერძ. Χάραδρος) — მდინარე საბერძნეთში. გაედინება აქაიის ტერიტორიაზე. სათავე აქვს პანაქაიკოს ქედზე. სიგრძე დაახლოებით 25 კმ. მიედინება ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით ვიწრო და ტყიან ხეობაში. ერთვის იონიის ზღვის პატრაიკოსის ყურეს. გადმოცემით, ამ მდინარის წყალს ჰქონდა საოცარი თვისება: დედალი ცხოველები, რომლებიც გაზაფხულზე მასთან მოდიოდნენ წყალსასმელად შობდნენ მამრობით შთამომავლობას.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pausanias, Description of Greece, 7.22.11