ქარაგმა

(იაკობ მოციქულის ჟამისწირვა, X ს.)
ქარაგმა (ბერძნ. charagma — ნიშანი, ნაკვალევი, კალმისმონასმი), „ასონაკლების ნიშანი“ (სულხან-საბა ორბელიანი) — ძველ ხელნაწერებში, წარწერებში შემოკლებული სიტყვის თავზე დასმული ნიშანი. იყენებდნენ საწერი მასალის ეკონომიისა და სამუშაოს შემსუბუქების მიზნით ხშირად ხმარებული სიტყვების შემოკლებისას. ტერმინი „ქარაგმა“ ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად X საუკუნის ჰიმნოგრაფის მიქაელ მოდრეკილის „იადგარშია“ ნახმარი (ხელნაწერი S 425). ქარაგმის გრაფიკული გამოსახულებაა სწორი ჰორიზონტალური ხაზი თავსა და ბოლოში დასმული წერტილებით (უმთავრესად V—X საუკუნეებში) ან მოკლე დახრილი ხაზებით и. ისტორიულ დოკუმენტებში ქარაგმად გამოყენებულია სწორი ან გახრილი ხაზები — ~, ეპიგრაფიკულ ძეგლებში — სწორი ხაზი, რომელიც ქვაზე ამოსაკვეთად ყველაზე მოსახერხებელია. თუ შემოკლებული სიტყვა გრძელია ან მომდევნო სტრიქონზე გადადის, სიტყვას ორი ქარაგმა ეწერება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჭანკიევი ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 455.