შინაარსზე გადასვლა

ქანობი (გეოდეზია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზედაპირის ქანობი ტოლია α კუთხის ტანგენსისა, tgα = h/l — დახრილი ზედაპირის წერტილიდან ჰორიზონტალურ ზედაპირზე დაშვებული პერპენდიკულარის სიგრძის შეფარდება დახრილობის დასაწყისიდან (α კუთხის წვერიდან) პერპენდიკულარის ფუძემდე ჰორიზონტალურ ზედაპირზე არსებული სწორი ხაზის სიგრძესთან.
საგზაო ნიშანი 1.14 „მკვეთრი აღმართი“

ქანობი (გეოდეზიაში) — ფერდობის დახრილობის მაჩვენებელი; ხაზის პროექციის ფარდობა ადგილთან ვერტიკალურ სიბრტყეზე ამავე ხაზის პროექციასთან ჰორიზონტალურ სიბრტყეზე. სხვა სიტყვებით, ქანობის სიდიდე ტოლია კუთხის ტანგენსისა ფერდობის ამაღლების სიდიდესა და ჰორიზონტალურს შორის (დახრილობის კუთხის ტანგენსის).

მაგალითად, 12 მეტრიან შემაღლებას ჰორიზონტზე 100 მეტრზე გადაადგილებისას შეესაბამება ქანობი, რომელიც ტოლია 0,12 (12 % ან 120 ‰)[1][2][3][4]

ნოტაციით წაკითხვისას ნიშანი „%“ წარმოითქმის, როგორც „მეასედი“, ხოლო „‰“ — „მეათასედი“.

ქანობებს აღნიშნავენ საგზაო ნიშნებზე 1.13 „მკვეთრი დაღმართი“ და 1.14 „მკვეთრი აღმართი“.[5]

ტოპოგრაფიულ გეგმაზე (რუკაზე) ქანობი შეიძლება განვსაზღვროთ ფერდობის განლაგების გრაფიკის მიხედვით.

  1. .Н. Н. Васильев, О. Н. Исаакян, Н. О. Рогинский, Я. Б. Смолянский, В. А. Сокович, Т. С. Хачатуров, Технический железнодорожный словарь, Москва: Государственное транспортное железнодорожное издательство, 1941.
  2. Александр Михайлович Прохоров, Большой энциклопедический словарь, Научное изд-во "Большая Российская энциклопедия", 2000.
  3. Алексей Владимирович Скворцов, Павел Иванович Поспелов, Андрей Александрович Котов, Геоинформатика в дорожной отрасли, Алексей Владимирович Скворцов, 2005-07-05.
  4. С. К. Боголюбов, Черчение, Рипол Классик, ISBN 9785458308199.
  5. Р. Мубаракшин, Знаете ли вы дорожные знаки? Все про дорожные знаки и разметку. Редакция 2019 года, Litres, 2018-10-01, ISBN 9785457656154.