ქანთერვილის მოჩვენება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ქანთერვილის მოჩვენება“
The Canterville Ghost

პირველი გამოცემა, 1887
ავტორი ოსკარ უაილდი
ქვეყანა ირლანდია
ენა ინგლისური
ჟანრი საშინელებათა
გამოცემის თარიღი 1887
მედია ბეჭდური
გვერდი 31

ქანთერვილის მოჩვენება (ინგლ. The Canterville Ghost) 一 ირლანდიელი მწერლის, ოსკარ უაილდის გოთიკურ-იუმორისტული მოთხრობა, რომელიც, თავდაპირველად, 1887 წელს გამოქვეყნდა. ნოველა, პირველად, ლონდონის გაზეთ The Court and Society Review-ში გამოჩნდა.[1] ესაა ოსკარ უაილდის რიგით პირველი მცირე ნაწარმოები და წარმოადგენს ერთგვარ ბურლესკის სტილში დაწერილ სატირას, რომელიც მიმართულია XIX საუკუნის ბოლოს არსებული ინგლისის ბურჟუაზიული საზოგადოების მიმართ. თავად უაილდმა ნაწარმოები აღწერა, როგორც „მატერიალურ-იდეალისტურად რომანტიული ამბავი“.

ინსპირაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლევრების ტანახმად, მოჩვენების გარეგნობა დაფუძნებულია ათენოდორუს ქანაანელის კლასიკური ისტორიიდან. მისი ჩანაწერები გადმოგვცემენ იმ ამბის შესახებ, რომ ის დასახლდა ათენში და დაინახა „მოხუცი კაცი, გარეგნულად ძლიერ გაფითრებული და ჭუჭყიანი, გრძელი წვერით და აშლილი თმით, ხელებსა და ფეხებზე ჯაჭვებით დაბმული“.[2]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავლენიანი ამერიკელი მინისტრი, ჰაირამ ბ. ოტისი, საკუთარ ოჯახთან ერთად გადადის „ქანთერვილ ჩეიზში“ და ბინას იქ იდებს, მიუხედავად ლორდ ქანთერვილის გაფრთხილებისა იმის შესახებ, რომ სახლი დაწყევლილია. მინისტრმა თქვა, რომ „ავეჯსა და მოჩვენებას ღირებულებაში იანგარიშებდა“. ოტისების ოჯახში შედიოდნენ: მისტერ და მისის ოტისები, მათი უფროსი ვაჟი ვაშინგტონი, ქალიშვილი ვირჯინია და ტყუპი ოტისები. თავდაპირველად, ოჯახის არცერთი წარმომადგენელი არ იჯერებს იმას, რომ სახლში მოჩვენება ბუდობს, თუმცა, მალევე, რაც ისინი სახლში გადავლენ, სერ სიმონ დე ქანთერვილის სულიც გამოჩნდება. ყველაფერი მაშინ იწყება, როცა მისის ოტისი იატაკზე სისხლის ლაქას შენიშნავს, რომლის მიმართაც მას სპონტანური დამოკიდებულება გააჩნია, მალე კი, დიასახლისი მისის ამნისგან ის იგებს, რომ სისხლის ლაქა მტკიცებულებაა სახლის შეცვენებულობისა:

„一 ეს ლედი ელეონორ ქანთერვილის სისხლია, რომელიც 1575 წელს მისმა მეუღლემ, სერ საიმონ დე ქანთერვილმა მაგ ადგილას სიცოცხლეს გამოასალმა. სერ საიმონმა კიდევ ცხრა წელი იცოცხლა და, მოულოდნელად, იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაქრა. მისი ცხედარი არასდროს უპოვიათ, მაგრამ მისი დამნაშავე სული ჯერ კიდევ დევნის ჩეიზს. სისხლის კვალს არაერთხელ აღუფრთოვანებია ტურისტებიც და სხვებიც, ასე რომ, ვერ მოშორდება.“

ვაშინგტონ ოტისი განსხვავებული იდეით წამოიჭრა, ამბობდა, რომ ლაქის ამოყვანა სარეცხი საშუალებებით იყო შესაძლებელი:

„ 一 ეს რა სისულელეა! 一 იყვირა ვაშინგტონ ოტისმა. 一 ლაქების ამომყვანი ფინქერთონის ჩემპიონი და პარაგონის ფხვნილი წამში ამოიყვანს ლაქას.“

როდესაც მოჩვენება პირველად გამოჩნდა, მისტერ ოტისი მას ჯაჭვების დაზეთვას შესთავაზებს:

„ 一 ჩემო კეთილო, 一 მიმართა მისტერ ოტისმა, 一 დაჟინებით უნდა მოგთხოვოთ თქვენი ჯაჭვების დაზეთვა, სწორედ ამ მიზნით მოგიტანეთ „რაიზინგის“ საპოხი. ერთ პუბლიკაციას თუ ვერწმუნებით, საკმაოდ ეფექტიანი უნდა იყოს, და ამ ეფექტს ჩვენი გამოჩენილი სასულიერო პირვებიც ამოწმებე, რაც ეტიკეტზე წერია. აქ დაგიტოვებთ, საძინებლის სასანთლეებთან ახლოს, და ბედნიერი ვიქნები, მეტითაც მოგამარაგოთ, თუკი ინებებთ.“

ამ სიტყვების შემდეგ, მინისტრმა ბოთლი მარმარილოს მაგიდაზე დადო, კარი მიხურა და საწოლისკენ წავიდა. მოჩვენება, ერთხანს, ბუნებრივად აღშფოთებული, გაუნძრევლად იდგა, შემდეგ ბოთლი ძალუმად დაახეთქა მოპრიალებულ იატაკზე, დერეფნიდან ძირს დაეშვა, რა დროსაც ოტისის ტყუპებმა მას ბალიში დაუშინეს და მოჩვენება ხის პანელში გაუჩინარდა. ოტისების ოჯახი ხელახლა ხდება სისხლიანი ლაქების მოწმე, რომელიც სხვადასხვა ფერს იღებს:

„მთელი კვირა უშფოთველად ცხოვრობდნენ, თუმცაღა, ერთადერთი, რაც მათ ყურადღება იპყრობდა, ბიბლიოთეკის იატაკზე სისხლის კვალის მუდმივი განახლება გახლდათ.“

მოჩვენების მეორეჯერ დაბრუნების შემდეგ, ის ტყუპების მიერ შემუშავებულ მახეში ეგება. საბოლოოდ, მოჩვენება საკუთარი წარმომავლობისა და იდენტობის გაშუქებას სერ ჰაიტონ ოტისის ქალიშვილთან, თხუთმეტი წლის ვირჯინიასთან ახერხებს. ის აცხადებს, რომ სამასი წლის განმავლობაში უძინარ მდგომარეობაში იყო. მოჩვენება ჰყვება საკუთარი მეუღლის, ლედი ელეონორა დე ქანთერვილის ტრაგიკული ისტორიის შესახებ, ვირჯინია კი უსმენს მას და ამას იღებს გაკვეთილად. ის ამბობს, რომ ვირჯინიამ მისთვის უნდა იტიროს, რადგან მას არ შეუძლია ემოციის გამომუშავება, მისთვის უნდა ილოცოს, რადგან მას რწმენის გამოხატვა აღარ ძალუძს და სწორედ მან უნდა უშუამდგომლოს მოჩვენებას სიკვდილის ანგელოზთან. მისივე თხოვნით, მანვე უნდა უზრუნველყოს სერ საიმონის სიკვდილი და სანატრელი განსვენება. ვირჯინია ასრულებს მოჩვენების მიერ წაყენებულ მოთხროვნებს და მასთან ერთად ხის პანელში უჩინარდება, რის შემდეგაც საიმონ დე ქანთერვილი სულად გადაიქცევა.

ისტორია მთავრდება იმით, რომ ვირჯინია ქორწინდება ჩეშირის ჰერცოგზე, რომელთანაც ხშირად ახსენებს ხოლმე სერ საიმონ დე ქანთერვილს 一 ადამიანს, რომელმაც ასწავლა, რა არის სიკვდილისა და სიცოცხლის ფასი და რატომ დგას სიყვარული ორივეზე მაღლა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.goodreads.com/book/show/45685.The_Canterville_Ghost
  2. Whether Wilde was intentionally following Pliny or not, several close parallels with Pliny’s story are immediately obvious. The ghost here appears late at night. The initial disturbance is a noise that sounds like clanking metal and comes closer and closer, which parallels Pliny’s description, «you could hear… the clanking of chains, first from far off, then from close by» (strepitus vinculorum longius primo deinde e proximo reddebatur, 7.27.5). The person to whom the ghost appears is calm and rational, as was Athenodorus. The noise continues; although it is not described as increasing in volume, the placement of this phrase parallels Pliny’s. «Then the din grew even louder» (tum crebescere fragor, 7.27.8). Light, in this case moonlight, is needed in this story so that the ghost can he seen, as in Pliny (and Lucian). The physical appearance of the ghost might have been drawn straight from Pliny: an old man with long, matted hair (promissa barba, horrenti capillo) and dirty clothes (squalore confectus), with chains—described separately—on his arms and legs (cruribus compedes, manibus catenas, 7.27.5).თარგი:Книга; https://books.google.ru/books?id=3TCwxMR2GokC&pg=PA92 დაარქივებული 2018-05-04 საიტზე Wayback Machine.