გიორგი ქანთარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქანთარია, გიორგი)
გიორგი ქანთარია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ქანთარია
დაბადების
თარიღი
27 აპრილი, 1997 (1997-04-27) (26 წლის)
დაბადების
ადგილი
ზუგდიდი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
ახალგაზრდული კარიერა
2013–2015 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2017 ზუგდიდი 24 (0)
2017–2021 ნემანი გროდნო 109 (2)
2022 თელავი 13 (0)
2022– კაპაზი 26 (0)
ეროვნული ნაკრები
2018 საქართველო-21 წლ. 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 აპრილი, 2023

გიორგი ქანთარია (დ. 27 აპრილი, 1997, ზუგდიდი) — ქართველი ფეხბურთელი, განჯის საფეხბურთო კლუბ „კაპაზის“ მცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო ზუგდიდის „ბაიას“ საფეხბურთო სკოლაში. მისი პირველი მწვრთნელებიიყვნენ ოთარ ძალამიძე და მამუკა ჩაჩუა.

14 წლის ასაკში გადავიდა „დინამო თბილისის“ აკადემიაში. საქართველოს 17 წლამდელთა ჩემპიონატის 2013-14 წლების სეზონში მისმა გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი. 2014–15 წლების სეზონში დაწინაურდა 19 წლამდელთა გუნდში და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 2015 წელს დაბრუნდა „ზუგდიდში“ და ძირითად გუნდში ითამაშა 19 მატჩი, 18 ძირითად შემადგენლობაში, შეუცვლელად. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ჩაატარა 5 მატჩი. სეზონის დასრულების შემდეგ „ზუგდიდი“ უმაღლესი ლიგიდან დაქვეითდა, ქანთარიამ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

2017 წლის მარტში სინჯებზე იმყოფებოდა გროდნოს „ნემანში“. კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგიმ სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, სულ მინდორზე 213 წუთი დაჰყო. მარტშივე კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხა.[1] ბელარუსის პრემიერლიგის 2017 წლის სეზონის პირველი 3 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მისმა გუნდმა 2 თამაში მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]