შინაარსზე გადასვლა

ქამანდარ მაჯიდოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქამანდარ მაჯიდოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Камандар Бафаліевіч (Бафалы аглы) Маджыдаў
სრული სახელი ქამანდარ ბაფალი ოღლი მაჯიდოვი
ეროვნება ბელარუსი
დაბ. თარიღი 17 ოქტომბერი, 1961 (1961-10-17) (64 წლის)
დაბ. ადგილი დმანისი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა
სიმაღლე 168 სმ
წონა 62 კგ
სპორტი
ქვეყანა ბელარუსი
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი, მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ოლიმპიური თამაშები
ოქროსეული 198862 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრობუდაპეშტი 198662 კგ
ვერცხლიკლერმონ-ფერანი 198762 კგ
ოქრომარტინი 198968 კგ
ვერცხლიტორონტო 199368 კგ
ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი
ოქროიენჩეპინგი 198462 კგ
ოქროლაიფციგი 198562 კგ
ოქროაშაფენბურგი 199168 კგ
ბრინჯაოსტამბოლი 199468 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქროგეტებორგი 199068 კგ

ქამანდარ ბაფალიევის (ბაფალი ოღლი) მაჯიდოვი (ბელარ. Камандар Бафаліевіч (Бафалы аглы) Маджыдаў, აზერ. Kamandar Məcidov; დ. 17 ოქტომბერი, 1961, სოფელი ამამლო, დმანისის რაიონი, საქართველოს სსრ, რესპუბლიკა) — საბჭოთა და ბელარუსის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ოლიმპიური ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1984) რესპუბლიკა ბელარუსის დამსახურებული მწვრთნელი (2011)[1]. ეროვნებით აზერბაიჯანელი.

ქამანდარ მაჯიდოვი დაიბადა საქართველოში, სადაც 1973 წლიდან დაიწყო ჭიდაობა, 1975 წელს 8 კლასის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა ბაქოში და ჩაირიცხა სპორტინტერნატში. 1982 წელს გადავიდა საცხოვრებლად მინსკში. 1983 წელს იგი სსრკ-ს ჩემპიონატის პრიზიორი და სსრკ-ს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. იგი მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და განწესდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაცა გაიმარჯვა.

ფინალში ჭიდაობა მოუწია ჟივკო ვანგელოვთან (ბულგარეთი), რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ქულებით, ანგარიშით 6-2 და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

1992 წელს ოლიმპიურ თამაშებზე არ იქნა განწესებული, არც 1994 წელს და ამავე წელს მან დაასრულა თავისი სპორტული კარიერა. 1994 წელს იგი გახდა ბელარუსის მთავარი მწვრთნელი და იმავდროულად დაბრუნდა დიდ სპორტში, გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე.

1996 წელს ატლანტაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობდა ბელარუსის სახელით 68 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. მოიპოვა სამი გამარჯვება და ორში დამარცხდა, გავიდა მეოთხე ადგილზე.

გამოვიდა საკავშირო ნებაყოფილობითი ფიზკულტურულ-სპორტული საზოგადოების (სნფსს) პროფკავშირების სახელით (მინსკი). დაამთავრა ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1989).[2] ხალხთაშორისი მეგობრობის ორდენის კავალერი (1988).

1998 წელს მოხსნილ იქნა ბელარუსის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან, 1999-2000 წლებში — ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 2000-2003 წლებში — კვლავ ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი, 2003 წლიდან მცირე ხნის განმავლობაში წვრთნიდა საბერძნეთის ნაკრებს, 2004 წელს კი — თურქეთის ნაკრებს. 2005 წლიდან — დოცენტი ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრაზე, ბელარუსის ნაკრების ასისტენტი და მწვრთნელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. International Federation of Associated Wrestling Styles. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2017-09-15.
  2. Играющий тренер