ქამალ ალექფეროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქამალ ალექფეროვი
დაიბადა 20 მარტი, 1928(1928-03-20)
დაბადების ადგილი ფუზული
გარდაიცვალა 21 მაისი, 2009(2009-05-21) (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
მომზადება აზიზ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (1948)
ვ. ი. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო აკადემიური ისნსტიტუტი (1954)
მიმდინარეობა პორტრეტი

ქამალ ჯამალ-ოღლუ ალექფეროვი (აზერ. Kamal Camal oğlu Ələkbərov; 20 მარტი 1928, კარიაგინო — 21 მაისი 2009, ბაქო) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა მოქანდაკე, აზერაიჯანის სსრ დამსახურებული მხატვარი (1982)[1], აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (2002).

ცხოვრება და ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქამალ ალექფეროვი 1928 წლის 20 მარტს აზერბაიჯანის სსრ ქალაქ კარიაგინოში დაიბადა. ალექფეროვის წინაპრები რეპრესირებულნი იყვნენ და ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა. ღამღამობით ქამალი თავის სარჩენ სახსრებს პულმანოვის ვაგონების დაცლით შოულობდა, იმისათვის რომ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ყველაზე გამოჩენილი ფუნჯის ოსტატებისაგან შეესწავლა ხატვა.[2] 1948 წელს ალექფეროვმა დაამთავრა აზერბაიჯანული სამხატვრო სასწავლებელი[3]. აქ ალექფეროვს სსრკ სახალხო მხატვარი პინხოს საბსაი ასწავლიდა.[2] 1948-დან 1954 წლამდე მატვეი მანიზერთან[3] და ნიკოლაი ტომსკისთან[2] სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. ალექფაროვის სადიპლომო სამუშაო იყო ბარელიეფი «მშვიდობისათვის».[3]

1953 წლიდან ქამალ ალექფეროვი გამოფენის მონაწილე იყო. მის მიერ შექმნილ სკულპტურებს შორის არის «მენავთობე» (გიფსი, 1954), XII საუკუნის ხუროთმოძღვრის აჯემი ნახჩივანის პორტრეტი (გიპსი, 1955, აზერბაიჯანის ხელოვნებათა ნაციონალური მუზეუმი; მარმარილო, 1958-59), «გოგონა» (მარმარილო, 1956, იქვე), «პარტიზანი მ. სეიდოვი» (ბრინჯაო, 1960), «ქალიშვილი» (ხე, 1961), ასევე კომპოზიცია «მწვერვალის დამპყრობლები» (გიპსი), «მეთევზეთა სიმღერა» (გიპსი, 1962) და სხვ.[3]

ქამალ ალექფეროვი აგრეთვე მონუმენტური სკულპტურების ავტორიცაა. ამგვარად, 1976 წელს ქალაქ ნახიჩევანში აჯემი ნახჩივანის 850-წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიდგა ალიკპეროვის შექმნილი არქიტექტორის ძეგლი.[1] ამავე წელს გაზეთ «ლიტერატურა და ხელოვნებაში» თვითონ ავტორი მოგვითხრობდა საკუთრი ქმნილების გმირის (პერსონაჟის) შესახებ:

ქამალ ალექფეროვს ეკუთვნის კინოსტუდია «აზერბაიჯანფილმის» შენობის წინ დამონტაჟებული ძეგლი მიძღვნილი აზერბაიჯანელი პოეტისა და დრამატურგის ჯაფარ ჯაბარლისადმი. სკულპტორის მშობლიურ ქალაქ ფიზულიში დამონტაჟებული იქნა 18-მეტრიანი მონუმენტი დიდი სამამულო ომის 1941—1945 წლებში მიმდინარე ბრძოლებში დაღუპულთა საპატივცემულოდ.[1] აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 2002 წლის 30 მაისის დადგენლებით კამარლ ალექფეროვს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის წოდება.[4]

ქამალ ალექფეროვი აგრეთვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. მის მოწაფეებს შორის იყვნენ — სკულპტორი ფახრადინ ალიევი, სახირ კულიევი, აზად ზეინალოვი, ნარიმან მამედოვი, ტელმან კერიმოვი, ზეინალ ასკეროვი და სხვ.[2] სკულპტორი გარდაიცვალა 2009 წელს.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Gülcahan Mirməmməd. Abidələrdə davam edən ömür газета : Mədəniyyət. — 2010. — 2 aprel. — S. 14.
  2. 2.0 2.1 2.2 Микеладзе Г. Сотворивший вечную память достойным // 1news.az. — 2013. — 28 марта.
  3. 3.0 3.1 Алекперов, Камал Джамал оглы // Художники народов СССР / Главный составитель и библиограф О. Э. Вольценбург. — М.: Искусство, 1970. — Т. I. — С. 87.
  4. Текст указа президента Азербайджана от 30 мая 2002 года. e-qanun.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-05-17.
  5. Текст указа президента Азербайджана от 23 декабря 2004 года. e-qanun.az. ციტირების თარიღი: 2016-05-17.