ქამალადინ ჰეიდაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქამალადინ ჰეიდაროვი
აზერ. Kəmaləddin Heydərov
ქამალადინ ჰეიდაროვი აზერ. Kəmaləddin Heydərov
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 თებერვალი, 2006

დაბადებული15 ივლისი, 1961 (1961-07-15) (62 წლის)
ჩეშმაბაზარი, ბაბექის რაიონი, ნახიჩევანის ასსრ, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
განათლებაბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქამალადინ ფათაჰ-ოღლუ ჰეიდაროვი (აზერ. Kəmaləddin Fəttah oğlu Heydərov) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი, ტაეკვონდოს და ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტი, ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი,[1] კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1961 წლის 15 ივლისს ქალაქ ნახიჩევანთან ახლოს მდებარე სოფელ ჩეშმაბაზარში. 1978 წელს დაამთავრა ნახიჩევანის №1 საშულო სკოლა. 1984 წელს დაასრულა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგიური ძიების სპეციალობით. მეორე უმაღლესი განათლება შეიძინა უნივერსიტეტში „აზერბაიჯანი“ საერთაშორისო სამართლის განხრით.

სამსახურეობრივი საქმიანობა დაიწყო გეოლოგიური ძიების ორგანიზაცია „კარპმორნეფტგაზ“-ში ტექნოლოგად, შემდგომ გეოლოგად. ცოტა ხნით ნახიჩევანის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. 1992 წელს ჰეიდაროვი უზბეკეთში გაემგზავარა, სადაც რამდემიმე კომპანია დააარსა. 1995 წლის იანვარში — სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარედ ხოლო, 2005 წლის დეკმებერში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს მეთაურად დაინიშნა. მამა, ფათაჰ ჰეიდაროვი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრასტრაციაში სხვადასხვა პოსტს იკავებდა.

დაქორწინებულია. ჰყავს ორი ვაჟი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქამალადინ ჰეიდაროვი ჰეიდარ ალიევის მიერ 1995 წელს დაინიშნა საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარედ. მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა ტოტალური კონტროლის სისტემა იმპორტზე და ექსპორტზე.

2006 წლის დეკემბერში დაინიშნა საგანგებო მდგომარეობის და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრად. სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სამოქალაქო თავდაცვის, სახანძრო დაცვის, საწარმოებში მუშაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სამთამადნო კონტროლის, მატერიალური რესურსების, წყლებზე მაშველობის, კასპიის სანაპირო ზოლზე საავარიო მაშველობის, სპეცკომბინატი „იზოტოპი“ და სხა სტრუქტურული სამსახურები სრული სიმძლავრით მოქმედებენ.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ორდენი „აზერბაიჯანის დროშა“ — 2008 წლის 15 დეკემბერი.[3]
  • მედალი „რუსეთის სსს-ის XX წელი“ — 2010 წლის 16 დეკემბერი.[4]
  • „დიდების“ ორდენი — 2011 წლის 14 ივლისი — ნაყოფიერი საქმიანობისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურში.[5]
  • ორდენი „სამშობლოს წინაშე სამსახურისთვის“ 2-ე ხარისხის — 2015 წლის 29 ივნისი — აზერბაიჯანში სპორტის განვითარებაში დიდი დამსახურებებისათვის.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]