ქალი მწერლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალებს მიუძღვით შესამჩნევი წვლილი ლიტერატურაში ყველაზე ადრეული ტექსტებიდან მოყოლებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთ პირველ ცნობილ ავტორებს შორისაა ენჰედუანა; ის ასევე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული პოეტია. ის გახლდათ ქალღმერთ ინანასა და მთვარის ღმერთ სინის(ნანნა) უმაღლესი ქალი ქურუმი. ის ცხოვრობდა შუმერულ ქალაქ-სახელმწიფო ურში 4200 წლის წინ. [1] ენჰედუანას წვლილი შუმერულ ლიტერატურაში, რომელიც მას დაზუსტებით მიეწერება, მოიცავს რამდენიმე პირად ლოცვას ინანასადმი და შუმერული ჰიმნების კრებულს, რომელიც ცნობილია „შუმერული ტაძრების ჰიმნები“. გარდა ამისა მას სხვა ტექსტებიც მიეწერება. [2] აქედან გამომდინარე, ის პირველი დასახელებული ავტორია მსოფლიო ისტორიაში.[3] ის ჩვენთვის პირველი ცნობილი ქალია, რომელიც ატარებდა ქურუმის, დიდი პოლიტიკური როლის მქონე ტიტულს, რომელიც ხშირად ენიჭებოდათ სამეფო ოჯახში ქალიშვილებს.[4] ის თანამდებობაზე დანიშნა მამამისმა, სარგონ აქადელმა. დედამისი სავარაუდოდ დედოფალი ტაშლულტუმი იყო.[5][6] ენჰედუანას უმაღლესი ქურუმის ტიტულზე დანიშვნა შორსმჭვრეტელი პოლიტიკური როლი იყო სარგონის მიერ იმისთვის, რომ მისი ძალაუფლების სიძლიერე შეენარჩუნებინა სამეფოს სამხრეთში, სადაც მდებარეობდა ქალაქი ური.[7]

ძვ.წ. VII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფო (ძვ. ბერძ. Σαπφώ, დ. ძვ.წ. 630 - გ. ძვ.წ. 570) იყო ძველბერძენი პოეტი კუნძულ ლესბოსიდან. საფო ცნობილია თავისი ბერძნული ლირიკისთვის, რომელიც იმღერებოდა ლირის აკომპანიმენტით. [8] საფოს პოეზიის უმეტესობა დაკარგულია, გადარჩენილი კი ფრაგმენტულადაა ჩვენამდე მოსული, გარდა ერთი სრული პოემისა: „ოდა აფროდიტეს“. ისევე, როგორც ლირიკული პოეზია, ანტიკური კრიტიკოსების მტკიცებით საფო წერდა ელეგიურ და იამბურ პოეზიას. საფოს მიწერილმა სამმა ეპიგრამამ ჩვენამდე მოაღზია, თუმცა ისინი საფოს სტილის ელინისტური იმიტაციებია. III საუკუნეში, ტამილელმა ქალმა პოეტმა — ავაიარმა, რომელიც სანგამის პერიოდში ცხოვრობდა, მიჩნეულია ისეთი პოეტების თანამედროვე, როგორებიც არიან პარანარი, კაბილარი და თირუვალუვარი. ის სავარაუდო ავტორია 7 სტროფისა ნარინაიში (კლასიკური ტამილური პოეტიკის ნიმუში სანგამურ ლიტერატურაში); 15 სტროფის კურონტოკაიში(მეორე ტომი), 4 აკანანურუში და 33 პურანანურუში(ბოლო ტომი). ლეგენდის მიხედვით, ის სამეფო ისტორიკოსი იყო ტამილთა ქვეყანაში. ის მოგზაურობდა ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში, ერთი სოფლიდან მეორეში, მათთან ერთად მიირთმევდა სალაფავს და მათთვის წერდა სიმღერებს. მისი სიმღერების უმეტესობა იყო ტომის ბელად ვალალ ატიამაან ნედუმაან ანჯისა და მის ოჯახზე. ტომის ბელადი იყენებდა მას ელჩად მეზობელ ტომის ბელად თონდაიმანთან ომის თავიდან ასაცილებლად. მისი სიმღერების დანარჩენი ნაწილი მიეძღვნა სახელმწიფოს მართვის სხვადასხვა ასპექტს.

XIII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენძი მონოგატარი (მოთხრობა უფლისწულ გენძის შესახებ) დაწერა ადრეულ XI საუკუნეში დიდგვაროვანმა ქალმა მურასაკი შიკიბუმ და ზოგის მიერ მიჩნეულია პირველ რომანად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Edward Jewitt Robinson (2001). Tamil Wisdom: Traditions Concerning Hindu Sages and Selections from Their Writings. New Delhi: Asian Educational Services. Krishnamurti, Dr. C.R. (Professor Emeritus, University of British Columbia, Vancouver, B.C. Canada) Thamizh Literature Through the Ages

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gods, Demons, and Symbols of Ancient Mesopotamia: An Illustrated Dictionary by Jeremy Black and Anthony Green (1992, ISBN 0-292-70794-0), p. 134 (entry "Nanna-Suen").
  2. Hallo and Van Dijk 1968, p. 3.
  3. Roberta Binkley (2004). „Reading the Ancient Figure of Enheduanna“, Rhetoric before and beyond the Greeks. SUNY Press, გვ. 47. ISBN 9780791460993. 
  4. J Renger 1967: "Untersuchungen zum Priestertum in der altbabylonischen Zeit", Zeitschrift für Assyriologie und vorderasiatische Archäologie. Vol. 58, p. 118.
  5. Elisabeth Meier Tetlow (2004). Women, Crime, and Punishment in Ancient Law and Society: The ancient Near East. Continuum International Publishing Group. ISBN 978-0-8264-1628-5. 
  6. Michael Roaf (1992). Mesopotamia and the ancient Near East. Stonehenge Press. ISBN 978-0-86706-681-4. 
  7. Franke, p. 831.
  8. Freeman 2016, p. 8.