ქალთა უფლებები უკრაინის საზოგადოებაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქალთა უფლებები უკრაინის საზოგადოებაში — კონსტიტუციურად გათვალისწინებული თანაბარი უფლებები მამაკაცების მსგავსად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოფიალურ სფეროებში, ასევე ოჯახში. მიუხედავად ამისა, ქალები იღებენ შედარებით დაბალ ხელფასებს და აქვთ შეზღუდული ხელშეწყობა კარიერული წინსვლის საკითხში.

უკრაინის მოსახლეობის 45%, რომლებიც განიცდიან ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქიკურ ძალადობას - არიან ქალები.

ფემინიზმის ისტორია უკრაინაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში უკრაინის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის იმპერიის ისტორიისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის ისტორიასთან. უკრაინამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მიიღო და ამჟამად 40 მილიონზე მეტი მოსახლე ჰყავს, რომელთაგან უმრავლესობა მართლმადიდებელია. და 70% მოსახლეობა ქალაქშია დასახლებული.

ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ფემინისტური ორგანიზაცია დაფუძნდა 1920-იან წლებში, თანამედროვე დასავლეთ უკრაინაში ან გალიციაში. ორგანიზაციას ეწოდა უკრაინის ქალთა კავშირი და ხელმძღვანელობდა მილენა რუდნიცკაია. საბჭოთა ეპოქის დროს ფემინიზმი კლასიფიცირებული იყო, როგორც ბურჟუაზიული იდეოლოგია, კონტრრევოლუციური და ანტისაბჭოური. საბჭოთა პერიოდში პრაქტიკულად არ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოება და ფემინიზმი. უკრაინის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, 1991 წელს დაიწყო ფემინისტური მოძრაობის ჩამოყალიბება.

ამჟამად, რამდენიმე ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია მუშაობს უკრაინაში, მათ შორის: ფემინისტური ოფენჯივა და უკრაინის ქალთა კავშირი. 2013 წელს კიევში ყველაზე აქტიური ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია FEMEN დაიხურა. ორგანიზაციამ დატოვა უკრაინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]