ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე — გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. აღინიშნება 25 ნოემბერს. ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად, ეს თარიღი ეფუძნება 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში სამი პოლიტიკური აქტივისტის, დები მირაბალების მკვლელობას. მკვლელობა დომინიკელმა დიქტატორმა, რაფაელ ტრუხილიომ შეუკვეთა. 1981 წელს, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფემინისტურმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ დააწესეს; 1999 წლის 17 დეკემბერს, ეს თარიღი გაერომ აღიარა სპეციალური რეზოლუციით.

ადამიანის უფლებათა დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღემ საფუძველი ჩაუყარა „აქტივიზმის 16 დღის“ დაწყებას, რომელიც წინ უსწრებს ადამიანის უფლებათა დღეს, ყოველი წლის 10 დეკემბერს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]