ქალთა გეოგრაფიული საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალთა გეოგრაფიული საზოგადოება (ინგლ. Society of Woman Geographers) — გეოგრაფიული საზოგადოება. დაარსდა 1925 წელს. შექმნის ინიციატორები იყვნენ: გერტრუდა ემერსონ სენი, მარგერიტ ჰარისონი, ბლერ ნაილზი და გერტრუდა მეთიუზ შელბი. მათ შეკრიბეს ქალთა ის საზოგადოება, რომლებიც იჩენდნენ ინტერესს გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის მიმართ. საზოგადოების პირველი პრეზიდენტი იყო ჰარიეტ ჩალმერს ადამსი (1925-1933). 1930 წელს საზოგადოებამ წარადგინა თავისი პირველი მედალი. სხვადასხვა დროს ქალთა გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაწევრიანებულები იყვნენ: ელეონორა რუზველტი, მარგარეტ ბურკ-უაიტი, ფანი ჰერსტი, მერი რიტერ ბირდი, ენი სმით პეკი, მარგარეტ მიდი. ქალთა გეოგრაფიული საზოგადოების შენობა განთავსებულია ქალაქ ვაშინგტონში. ამჟამად საზოგადოება აერთიანებს დაახლოებით 500-მდე წევრს. ქალთა გეოგრაფიულ საზოგადოებას აქვს ფილიალები ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჟელესში, სან-ფრანცისკოსა და ფლორიდაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]