ქალები ტაილანდში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამყიდველი ქალი

ქალები ტაილანდშიაზიის პირველ ქალებს შორის იყვნენ, რომლებმაც ხმის მიცემის უფლება 1932 წელს მიიღეს. ისინი ტაილანდურ პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი. იინგლაკ ჩინავატი, ქალი, პრემიერმინისტრი იყო 2011 წლიდან 2014 წლამდე. ტაილანდის ეროვნულ განვითარებაში ქალთა როლები სრულად არ არის დადგენილი. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ქალთა მონაწილეობაზე სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, მოიცავს „არასათანადო გენდერულ ინფორმირებულობას პოლიტიკისა და დაგეგმვის პროცესში“ და სოციალური სტერეოტიპებს.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ტაილანდის პოლიტიკურ ასპარეზზე მონაწილე ქალების სამართლებრივი შეზღუდვების არარსებობისა, ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიდნენ ქალთა აღმავლობას პოლიტიკაში, მოიცავს სტრუქტურულ ბარიერებს, კულტურულ დაბრკოლებებს, განათლების დაბალ დონეს, სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს და ძალაუფლების საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაზიარება. [1] მხოლოდ 1949 წლის 5 ივნისს გახდა ორაპინ ჩაიაკანი პირველი ქალი, ვინც აირჩიეს ტაილანდის ნაციონალური ასამბლეის პოსტზე (კერძოდ, წარმომადგენელთა პალატა). [2]

პირველი ქალი ოფიცერი, რომელიც აირჩიეს პოლიტიკურ თანამდებობებზე ტაილანდში, იყო პოდპოლკოვნიკი ტიტა რანგსიტპოლი მანიტკული, (დ. 8 ნოემბერი, 1966). იგი არის ტაილანდელი პოლიტიკოსი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, რომელიც პალატაში მსახურობდა 2001 – დან 2005 წლამდე. [3][4]

ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდის ქალი მოსახლეობა ქვეყნის მშრომელთა 47% -ს შეადგენს, მშრომელ ქალთა ყველაზე მაღალი პროცენტი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამასთან, ამ ქალებს ასევე ექმნებათ დისკრიმინაციის დასაქმებისას და გენდერული უთანასწორობა ხელფასებთან დაკავშირებით, რადგან ისინი „კონცენტრირებულნი არიან დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე“ .

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ტაილანდელი ქალი ქორწინდება უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე მამაკაცი, და ტაილანდელი შინამეურნეობების 24% -ში დასაქმებული არიან ქალები, რომლებიც „შინამეურნეობების მეთაურებად“ არიან განაწილებული.

ტაილანდი 2007 წელს აკრძალა ცოლქმრული გაუპატიურება.

ქალთა უფლებების ევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდში, შრომის კანონმდებლობის თანახმად, ქალთა უფლებები მოითხოვს ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას გაწეული სამუშაოს შესაფერისად. 1974 წელს კანითა ვიჩენჩაროენი გახდა ქალთა და მამაკაცთაგან შემდგარი ასოციაციის ქალთა სტატუსის განვითარების (APSW) დამფუძნებელი. [5]ტაილანდის 1977 წლის კონსტიტუციაში ქალებს უნდა ჰქონოდათ თანაბარი უფლებები და დაცვა. ამასთან, კანონში რჩება გარკვეული უთანასწორობა. კანონები არ კრძალავენ ქალების მიერ თანამდებობის დაკავებას, თუმცა ძალიან ცოტა ქალია, ვინც თანამდებობებს იკავებს. გენდერული უთანასწორობის ყველაზე დიდი პრობლემა არის ოჯახური ძალადობა და ტრეფიკინგი . სექსუალური შევიწროება უკანონო გახდა 1998 წელს, მაგრამ რთულია ფაქტის დადასტურება. შიდასახელმწიფოებრივი კანონები ჯერ კიდევ უნდა ამოქმედდეს კონსტიტუციაში და ოჯახური ძალადობის მტკიცებულებათა მოთხოვნა თითქმის შეუძლებელს ხდის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.

მიმდინარე მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა საერთაშორისო დღის 2020 წლის 8 მარტის აღსანიშნავად, დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ტაილანდური ორგანიზაციების ქსელმა მთავრობას გადასცეს „ქალთა მოხსენება“. მთავრობამ განაცხადა, რომ გაფართოვდა უფლებების დაცვა ყველა მნიშვნელოვან სფეროში. შეფასების თანახმად, მთავრობის დაპირება ქალთა უფლებების დასაცავად უფუნქციოდ არ აღიქმება, არამედ მიჩნეულია, რომ ტაილანდელი ქალების მხრიდან ძირეული ძალისხმევა ხორციელდება თვით სახელმწიფოზე. ტაილანდი ვალდებულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის შესაბამისად (CEDAW) დაიცვას ქალთა უფლებები და დაიცვას კომიტეტის პოლიტიკური რეკომენდაციები შეცდომების გამოსწორების მიზნით. 2020 წლის 30 სექტემბერს ტაილანდში დაფუძნებული კომპანიების 110 აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს გაეროს მიერ, რომლებიც გენდერულ თანასწორობას, თანაბარ ანაზღაურებას და ქალთა უსაფრთხო სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. დოკუმენტს ხელი მოეწერა ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEP) მე-10 წლისთავზე. ღონისძიებას მასპინძლობდა „WeEmpowerAsia“.

ტრადიციულად, გოგონების განათლება, ძირითადად, სახლში ხდება. ისინი განათლებას და საშინაო საქმეებს უთავსებენ ერთმანეთს. ხოლო ბიჭები, როგორც წესი, ბუდისტების მონასტერში სწავლობდნენ. ზოგადად ბიზნესის და კარიერული კუთხით განათლება არ არსებობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Global Gender Gap Report 2018. Geneva: World Economic Forum, გვ. 10. ISBN 978-2-940631-00-1. 
  2. Key Figures დაარქივებული 2016-11-02 საიტზე Wayback Machine. , Gender Statistics, Social Statistics Division, National Statistical Office, Bangkok.
  3. Sopchokchai, Orapin. Female Members of Parliament, Women's Political Participation at the National Level დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. , Women's Political Participation in Thailand, TDRI Quarterly Review, Vol. 13, No. 4, December 1998, pp. 11-20
  4. Iwanaga, Kazuki. Women in Politics in Thailand დაარქივებული 2012-03-17 საიტზე Wayback Machine. , Working Paper No. 14, Centre for East and South-East Asian Studies, Lund University, Sweden, 2005
  5. Falk, Monica Lindberg (2007). Making Fields of Merit: Buddhist Female Ascetics and Gendered Orders in Thailand. Copenhagen, Denmark: NIAS Press, გვ. 207–208. ISBN 978-87-7694-019-5.