ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„,,ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე
Mujeres al borde de un ataque de nervios
რეჟისორი პედრო ალმადოვარი
სცენარისტი პედრო ალმადოვარი
მუსიკა ბერნარდო ბონეზი
გამოსვლის თარიღი 25 მარტი, 1988
ხანგრძლივობა 89 წუთი
ქვეყანა ესპანეთი
ენა ესპანური
ბიუჯეტი 700 ათასი აშშ დოლარი

ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე'' ( ესპ. Mujeres al borde de un ataque de nervios ) — ესპანელი კინორეჟისორ პედრო ალმადოვარის 1988 წლის დრამატული ფილმი, შავი იუმორის ელემენტებით. მთელი ფილმის განმავლობაში იკვეთება სასოწარკვეთილი ქალების იმპულსური ქმედებები წარუმატებელი სიყვარულის საფუძველზე (აივნიდან გადახტომა, ნივთების დაწვა და ა.შ).

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მთავარი გმირი, პეპა სატელეფონო ზარით მიატოვა საყვარელმა, ივანმა. ქალი მთელი ძალებით ცდილობს მის პოვნასა და სიტუაციაში გარკვევას, რაშიც ხელს უშლის ივანის ყოფილი ცოლი ლუისა, რომელიც ახალი გამოწერილი იყო ფსიქიატრიული კლინიკიდან. თავის მხრივ პეპას მეგობარი კანდელა აღმოაჩენს, რომ მისი შეყვარებული ტერორისტია, რომელიც თვითმფრინავის გატაცებას გეგმავს ამიტომ მიადგება პეპას, დარწმუნებული იმაში, რომ მას ეძებს პოლიცია. ამ დროს, მთავარი გმირის სახლში სადაც უკვე იმყოფება კანდელა მოვლენ ივანის შვილი, კარლოსი და მისი მეგობარი გოგონა, მარისა. დაქალის პრობლემის მოსაგავრებლად პეპა წავა ადვოკატთან, პაულინა მორალესთან, რომელიც როგორც ბოლოს გაირკვევა ივანის ახალი საყვარელი აღმოჩნდება. ფილმში განვითარებული ერთმანეთში ჩახლართული ისტორიები კიდევ უფრო აირევა, როდესაც გმირები აღმოაჩენენ, რომ კანდელას ყოფილი შეყვარებული სწორედ იმ თვითმფრინავის გატაცებას გეგმავს, რომლითაც მიფრინავს ივანი. ამიტომ, ყველა მის გადასარჩენად გაიქცევა. ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დასრულდება.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1988 - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

BAFTA[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990- საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმი.

ოქროს გლობუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1989 - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ვენეციის კინოფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოიას დაჯილდოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1989 საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა - კარმენ მაურას
  • 1989 საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა - მარია ბარანკოს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]