ქალები თურქეთის პოლიტიკაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თურქი ქალები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ პოლიტიკაში, ხოლო ქალთა რიცხვი თურქეთის პარლამენტში ბოლო არჩევნების მონაცემებით, სტაბილურად იზრდება.

ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰატი ჩირფანი – ერთ-ერთი პირველი ქალი თურქეთის პარლამენტში.

თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის ფერფლზე, 1923 წლის 29 ოქტომბერს დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ ვალიდე სულთანების პოლიტიკური ძალა გარკვეულწილად ოსმალეთის სულთნებზე მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ქალთა სულთანატის პერიოდში, ქალებს შანსი არ ჰქონდათ, რომ ემუშავათ ოსმალეთის ნებისმიერ ოფიციალურ პოლიტიკურ ინსტიტუტში.

რესპუბლიკის პირველ დღეებში, ერთ-ერთი გამოჩენილი ქალი პოლიტიკური აქტივისტი ნეზიჰე მუჰიდინი იყო, რომელიც დააარსა თურქეთში პირველი ქალთა პარტია, 1923 წლის ივნისში. თუმცა, ეს არ იყო აღიარებული, რადგან რესპუბლიკა ოფიციალურად არ იყო გამოცხადებული. მუსტაფა ქემალ ათათურქმა, რესპუბლიკის დამფუძნებელმა, ქვეყნის მოდერნიზაციისთვის მთელი რიგი რეფორმები გაატარა, მათ შორის ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური თანასწორობის საკითხებშიც. 1926 წლის 17 თებერვალს, თურქეთმა ახალი სამოქალაქო კოდექსი მიიღო, რომლის მიხედვით, ქალების და მამაკაცების უფლებები თანაბარი გამოცხადდა, გარდა საარჩევნო უფლების საფუძველსა.[1] მოკლე, მაგრამ ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, თურქმა ქალებმა მიაღწიეს არჩევნებში ხმის უფლებას. 1930 წლის 3 აპრილის №1580 კანონის მიხედვით, ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილებაც მიიღეს.[2] ოთხი წლის შემდეგ, 1934 წლის 5 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, ქალებმა მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის სრული და საყოველთაო უფლება, რაც უფრო ადრე მოხდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში.[2]

ადგილობრივ ხელისუფლებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქალი-მუჰთარი (სოფლის გამგე) თურქეთში გიულქიზ იურბიული იყო, რომელიც 1933 წელს, სოფელ დემირჯიდერეს (ახლა ქარფუზლუ) მუჰთარი გახდა, აიდინის პროვინციის ჩინეს რაიონში. ამ არჩევნებზე, იგი შვიდ მამაკაც კანდიდატს აჯობა.[3] პირველი ქალი მერი კი, მიუფიდე ილჰანი გახდა, რომელიც 1950 წელს ქალაქ მერსინის მერად აირჩიეს.

პროგრესული ქურთული მოძრაობა „აპოისტი“, რომელსაც საფუძველი უკანონოდ ცნობილი ქურთისტანის მშრომელთა პარტიამ (ქმპ) ჩაუყარა და ზეგავლენას ახდენს ზოგიერთ ეთნიკურად ქურთულ პარტიას, როგორიცაა მშვიდობისა და დემოკრატიის პარტია (BDP) და ხალხების დემოკრატიული პარტიას (HDP), ხელსუწყობს ქალთა წარმომადგენლებას შემდგომ განვითარებაში.[4] 2016 წლის დეკემბრისთვის, ნიუ-იორკ ტაიმზმა აღმოსავლეთ თურქეთში სიტუაცია დაასათაურა, როგორც „თურქეთის წარმოებული ოპერაცია ემუქრება ქურთების მიერ აშენებული გენდერული თანასწორობის ჩამოშლას“.[4] ვაჰაფ ჯოშკუნი, დიარბაქირის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და ქმპ-ს კრიტიკოსი, აღიარებს, რომ ქურთთა „აპოისტის“ მოძრაობას გავლენა ჰქონდა მთელს თურქეთზე, ქალთა წინსვლის მხრივ: „მოძრაობამ ასევე დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთ თურქეთში სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, მეტი ქალი კანდიდატის წარდგენის მხრივ. ასევე გაიზარდა ქალთა როლი სოციალურ ცხოვრებაში, ისევე, როგორც ქალების გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაში“. აღსანიშნავია, რომ ქალი კანდიდატების რაოდენობა იზრდება მმართველი ისლამისტურ პარტია სგპ-შიც.[4]

პარლამენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წლის 8 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, თურქეთის პარლამენტში 17 ქალი დეპუტატი შევიდა. ესენია: მებრიურე გიონენჩი, საბიჰა გოიქჩიულ ერბაი, შექიბე ინსელი, ჰიურიე იონიზ ბაჰა, ფატმა მემიქი, ნაქიე ელგიუნი, ფაქიჰე იოიმენი, ჰატი ჩირფანი, ფერუჰ გიუფგიუფი, ბაჰირე ბედიშ მოროვა, მიჰრი ფექთაში, მელიჰა ულაში, ფატმა ესმა ნაიმანი, დაბიჰა გიორქეი, სენიჰა ჰიზალი, ბენალ ნევზათ არიმანი და თიურქიან იორს ბაშთუღი. 1936 წლის შუალედური არჩევნების შედეგად, ჰათიჯე იოზგიუნერი ასევე შევიდა პარლამენტში, რითაც ქალთა რიცხვი პარლამენტში 18-მდე გაიზარდა.[5]

1935-1991 წლების არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუმცა, 1935 წლის არჩევნების შემდეგ, ქალთა რიცხვმა პარლამენტში დაიწყო კლება.[6] ქალი წევრების მინიმალური რაოდენობა 1956 წელს დაფიქსირდა — 2 ქალი, თუმცა ეს ციფრი არ გააუმჯობესებულა 1991 წლამდე.

ლეილა ზანა, თურქეთის პარლამენტის წევრი 1991 წელს ლეიბორისტული პარტიიდან.
წელი ქალთა რიცხვი თანაფარდობა ჯამთან
1935 18 4.6 %
1939 15 3.8 %
1943 16 3.7 %
1946 9 2 %
1950 3 0.6 %
1954 2 0.7 %
1957 7 1.3 %
1961 3 0.7 %
1965 8 1.8 %
1969 5 1.1 %
1973 6 1.3 %
1977 4 0.9 %
1983 12 3 %
1987 6 1.3 %
1991 8 1.8 %

1995-2015 წლების არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლიდან, ქალთა რაოდენობა პარლამენტში გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს ქალების პროცენტული მაჩვენებელი, 1999 წლამდე არ გაზრდილა.[7]

წელი ქალთა რიცხვი თანაფარდობა ჯამთან
1995 13 2.4%
1999 22 4 %
2002 24 4.4 %
2007 46 9 %
2011 78 14 %
2015 97 17.7 %
2015 (ვადამდელი) 82 14.9 %

სენატის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის პარლამენტს 1961-1980 წლებში გააჩნდა ზედა პალატა — რესპუბლიკის სენატი. სენატში შემდეგი ქალები იქნენ არჩეულნი:

  • მებრურე აქსოლეი (1902–1984), სახალხო რესპუბლიკური პარტია (სრპ) (1964–1973)[8]
  • ფატმა ჰიქმეთ იშმენი, (1918–2006), თურქეთის მუშათა პარტია (TİP) (1966–1975)[9]
  • ბაჰრიე იუჩოკი (1919–1990), სახელმწიფო პრეზიდენტის კონტიგენტი (1971–1976).[10] ერთადერთი მოკლული ქალი-პოლიტიკოსი.
  • ნერმინ აბადან უნათი (born 1921), სახელმწიფო პრეზიდენტის კონტიგენტი (1978–1980) [11]
  • აისელ ბაიქალი (1939–2003), სახალხო რესპუბლიკური პარტია (სრპ) (1979–1980)[12]

პარტიის ლიდერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანსუ ჩილერი, თურქეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი
ემინე იულქერ თარჰანი, ანატოლიის პარტიის თავმჯდომარე

პირველი ქალი, რომელიც თურქული პარტიის ლიდერი გახდა, ბეჰიჯე ბორანი (1910-1987) იყო. თურქეთის მუშათა პარტიის წევრმა, 1970 წელს აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ და იკავებდა ამ პოსტს 1980 წლის 11 სექტემბრამდე, სანამ სამხედრო გადატრიალების შედეგად ყველა პოლიტიკური პარტია არ დაიხურა.[13] სხვა ქალი პარტიის ლიდერებია:

  • მიუბეჯელ გიოქთუნა (1915-1999) თურქეთის ეროვნული ქალთა პარტია (TUKP) (1972–1981)
  • თანსუ ჩილერი (დ. 1946) ჭეშმარიტი გზის პარტია (DYP) (1993–2002) (პრემიერ-მინისტრი 1993-1996 წლებში)
  • რაჰშან ეჯევითი (დ. 1923), დემოკრატიული მემარცხენე პარტია (DSP) (1985–1987), დემოკრატიული ხალხების მემარცხენე პარტია (DSHP) (2010)
  • ნესრინ ნასი (1958), სამშობლოს პარტია (ANAP) (2003–2004)
  • ფილიზ ქოჩალი (დ. 1958), სოციალისტური დემოკრატიის პარტია (2004–დღემდე)
  • გიულთან ქიშანაქი (დ. 1961), მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის (BDP) (2011-2014)
  • ფიგენ იუქსექდაღი (დ. 1971), ხალხების დემოკრატიული პარტია (2012–დღემდე) 2014 წლიდან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.
  • ემინე იულქერ თარჰანი (დ. 1963), ანატოლიის პარტია (2014–დღემდე) 2014 წლიდან, პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი.
  • ფატმა ბენელიაზგინი. თურქეთის ქალთა პარტია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღემდე თურქეთის პარლამენტის ქალი-თავმჯდომარე არ ჰყოლია. პარლამენტის პირველი ქალი ვიცე-სპიკერი, 1972 წელს ნერმინ ნეფტჩი გახდა, ეროვნული ნდობის პარტიიდან.[14] 2007-2015 წლებში პარლამენტს ორი ქალი ვიცე-სპიკერი ჰყავდა: მერალ აქშენერი (ნაციონალისტური მოძრაობა)[15] და გიულდალ მუმჯუ (სახალხო რესპუბლიკური პარტია).[16] 2011 წელს, აიშე ნურ ბაჰჩექაფილი სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (სგპ), ასევე აირჩიეს, როგორც პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი.

საპარლამენტო ფრაქციების ვიცე-თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, თითოეული პარტია, რომელსაც 20-ზე მეტი წარმომადგენილი ჰყავს პარლამენტში, აყალიბებს საპარლამენტო ფრაქციას და თითოეულ ფრაქციაში წარმოდგენილია 1-3 ფრაქციის ვიცე-თავმჯდომარე (თურქ. grup başkan vekili), რომლებიც უფლებამოსილნი არიან წარმოადგინონ პარტია საპარლამენტო განხილვების დროს, ასევე პარლამენტის ადმინისტრაციასა და სხვა პარტიის ფრაქციასთან კომუნიკაციის დროს. პირველი ქალი ფრაქციის ვიცე-თავმჯდომარე თურქეთის პარლამენტში, 1996-1999 წლებში ოია არასლი იყო, სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან.[17] ამჟამად ორი საპარლამენტო ფრაქციის ვიცე-თავმჯდომარე ქალია: ემინე იულქერ თარჰანი და ფერვინ ბულდანი.[18]

პრემიერ-მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანსუ ჩილერი — 1983 წლიდან ეკონომიკის პროფესორი, პოლიტიკაში 1990 წლის ნოემბერში ჩაერთო, როდესაც გაწევრიანდა კონსერვატიულ „ჭეშმარიტი გზის პარტიას“. 1993 წლის 13 ივნისს, იგი პარტიის ლიდერად აირჩიეს და იმავე წლის 25 ივნისს, ჩილერი კოალიციურ მთავრობაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, რა დროსაც ის თურქეთის პირველი და დღემდე ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. პრემიერის თანამდებობა, 1996 წლის 6 მარტამდე დაიკავა.

მინისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქალი მინისტრი თურქეთის მთავრობაში, 1971 წელს თიურქიან აქიოლი იყო. ის ნიჰათ ერიმის ტექნოკრატიულ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.[19][20] 1983 წელს, ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც 1980-იან წლებში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტია გახდა.

ქალი მინისტრების ჩამონათვალი:

სახელი მინისტრი პარტია
თიურქიან აქიოლი (დ. 1928) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის (1971-1971)[19]
სახელმწიფო მინისტრი (საოჯახო საქმეებში) 1992-1993
(უპარტიო)
SHP
ნერმინ ნეფტჩი (1924-2003) კულტურის მინისტრი (1974-1975)[20] CGP
იმრენ აიქუთი (დ. 1940) შრომის და სოციალური დაცვის მინისტრი (1987-1991)
სახელმწიფო მინისტრი (1991 და 1996),
გარემოს მინისტრი (1997-1999)[21]
ANAP
გიულერ ილერი (დ. 1948) სახელმწიფო მინისტრი (1991-1993)[20] SHP
აისელ ბაიქალი (1939-2003) სახელმწიფო მინისტრი (1995-1995)[22] სრპ
იონაი ალფაგო (დ. 1947) სახელმწიფო მინისტრი (1994-1995)[20] SHP
იშილაი საიგინი (დ. 1947) სახელმწიფო მინისტრი (1995-1996)
გარემოს მინისტრი (1996),
ტურიზმის მინისტრი (1996)[20]
DYP
აიფერ ილმაზი (დ. 1956) სახელმწიფო მინისტრი (1996-1997)[20] DYP
თანსუ ჩილერი (დ. 1946) საგარეო საქმეთა მინისტრი (1996–1997)[20] DYP
მერალ აქშენერი (დ. 1956) შინაგან საქმეთა მინისტრი (1996-1997)[20] DYP
თაიბე გიულექი (დ. 1968) სახელმწიფო მინისტრი (1999-2002)[20] DSP
მელდა ბაიერი (დ. 1950) სახელმწიფო მინისტრი (1999-2002)[20] DSP
აისელ ჩელიქელი (დ. 1933) იუსტიციის მინისტრი (2002)[20][23] (უპარტიო)
გიულდალ აქშითი (დ. 1960) ტურიზმის მინისტრი (2002-2003)
სახელმწიფო მინისტრი (2003-2007)[20]
სგპ
ნიმეთ ბაში (დ. 1965) სახელმწიფო მინისტრი (2003-2007)
ეროვნული განათლების მინისტრი (2009-2011)[20]
სგპ
სელმა ალიე ქავაფი (დ. 1962) სახელმწიფო მინისტრი (2009-2011)[20] სგპ
ფატმა შაჰინი (დ. 1966) საოჯახო და სოციალურ პოლიტიკათა მინისტრი (2011–2013)[24] სგპ
აიშენურ ისლამი (დ. 1958) საოჯახო და სოციალურ პოლიტიკათა მინისტრი (2013-2015) სგპ
აიშენ გიურჯანი (დ. 1963) საოჯახო და სოციალურ პოლიტიკათა მინისტრი (2015) (უპარტიო)
ბერილ დედეოღლუ (დ. 1961) ევროკავშირში ინტეგრაციის მინისტრი (2015) (უპარტიო)
ფატმა ბეთიულ საიან ქაია (დ. 1981) საოჯახო და სოციალურ პოლიტიკათა მინისტრი (2016-დღემდე) სგპ

პარტიების შემოკლებული სახელები:

CGP: რესპუბლიკური ნდობის პარტია
ANAP: სამშობლოს პარტია
SHP: სოციალ-დემოკრატიული პოპულისტური პარტია
სრპ: სახალხო რესპუბლიკური პარტია
DYP: ჭეშმარიტი გზის პარტია
DSP: დემოკრატიული მემარცხენე პარტია
სგპ: სამართლიანობისა და განვითარების პარტია

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sina Akşin:Kısa Türkiye Tarihi, Türkiye İş bankası Kültür yayınları,İstanbul,2011,ISBN 978-9944-88-172-2 p.188.
  2. 2.0 2.1 Türkiye'nin 75 yılı , Tempo Yayıncılık, İstanbul, 1998, p.48,59,250
  3. Milliyet newspaper (თურქული)
  4. 4.0 4.1 4.2 Crackdown in Turkey Threatens a Haven of Gender Equality Built by Kurds“, The New York Times, 7 December 2016. 
  5. Hacettepe University Page (თურქული)
  6. Hürriyet newspaper (თურქული)
  7. An Afyon University paper by D. Ali Aslan (თურქული)
  8. Tutanak C. Senatosu B: 36 18.1.1966 O:1 Turkish. TBMM. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02.
  9. TİP'li Fatma İşmen'in ölümü“, 2006-05-18. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02. (Turkish) 
  10. C. Senatosu B: 53 29.4.1975 O: 1 Turkish. TBMM. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02.
  11. Biography net (თურქული)
  12. "82nci Birleşim" (Turkish). Cumhuriyet Senatosu Tutanak Dergisi (TBMM) 13. 23 Oct 1979. http://www.tbmm.gov.tr/tutanaklar/TUTANAK/CS__/t18/c043/cs__18043082.pdf. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02.
  13. T24 online newspaper
  14. Hürriyet newspaper (თურქული)
  15. Parliament page/Meral Akşener (თურქული)
  16. Parliament page/Şükran Güldal Mumcu (თურქული)
  17. Radikal Newspaper (თურქული)
  18. Milliyet newspaper (თურქული)
  19. 19.0 19.1 Türkiye'nin 75 yılı, Hürgüç Gazetecilik,, İstanbul,1998
  20. 20.00 20.01 20.02 20.03 20.04 20.05 20.06 20.07 20.08 20.09 20.10 20.11 20.12 20.13 Erkek egemen Türkiye“, 2010-12-11. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02. (Turkish) 
  21. Babacan, Nuray. “Eski Çalışma Bakanı’nı bile ‘yeşil kart testi’ne çağırdılar“, 2012-02-06. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02. (Turkish) 
  22. I. Çiller Hükümeti Bakanlar Kurulu 25.06.1993-05.10.1995 Turkish. TBMM. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02.
  23. Çelikel: F tipine insani çözüm“. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02. (Turkish) 
  24. Türkiye Büyük Millet Meclisi 23. Dönem Milletvekili-Fatma Şahin Turkish. TBMM. წაკითხვის თარიღი: 2013-02-02.