ქალები აშშ-ის სენატში
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დაარსებიდან, 1789 წლიდან, დღემდე მის რიგებში მხოლოდ 56 ქალი წევრს მოითვლიან[1][2]. პირველი ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც დაიკავა ადგილი სენატში გახდა რებეკა ლატიმერ ფელტონი ჯორჯიის შტატიდან. 1922 წელს გუბერნატორმა ტომას უილიამ ჰარდვიკმა 87 წლის ფელტონი დანიშნა სენატორად ჯორჯიის შტატიდან, გარდაცვლილი ტომას უოსტონის ნაცვლად. ფელტონი სენატორი გახდა 21 ნოემბერს და მისი უფლებამოსილება გაგრძელდა მხოლოდ ერთი დღე[3][4]. თავის მხრივ, პირველ, დემოკრატიულად არჩეული ქალი სენატორი გახდა ჰეთი კარაუეი არკანზასის შტატიდან. 1932 წლის აშშ-ის სენატის არჩევნებზე მან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, მიიღო ამომრჩეველთა 31 133 ხმა, ანუ საერთო რაოდენობის 91,62 %[5]. 1938 წელს მან გაიმეორა თავისი წარმატება, მიიღო 122 883 ხმა ანუ 89,58 % და აირჩიეს მეორე ვადით[6].
სენატში მოხვედრილი 56 ქალიდან 36 დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 20 — რესპუბლიკური პარტიის[2].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკის შეერთებული შტატების სენატის არსებობის დიდი პერიოდის განმავლობაში იგი რჩებოდა წმინდა „მამაკაცურ“ დაწესებულებად. 1920 წელს რამდენიმე ქალმა სცადა სენატორის თანამდებობაზე კენჭისყრა. ქალების მცირერიცხოვნება სენატში გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით, მათ შორის აღსანიშნავია ქალთა საარჩევნო უფლებების არ ქონა ამერიკის ბევრ შტატში აშშ-ის კონსტიტუციაში XIX ცვლილების შეტანამდე (1920 წლის 18 აგვისტო). მიზეზთა შორის ასევე აღსანიშნავი იყო ის, რომ ქალებს შეზღუდული ჰქონდათ უმაღლესი განათლების მიღება 1900-იანი წლების შუა პერიოდამდე, საზოგადოების მიერ გენდერული როლისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სექსიზმი)[7][8].
პირველი ქალი სენატორი გახდა რებეკა ლატიმერ ფელტონი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში წარმოადგენდა ჯორჯიის შტატს სენატში 1922 წელს. 1932 წელს ჰეთი კარაუეი გახდ აპირველი ქალი, რომელმაც სენატში ადგილი არჩევნების გზით მოიპოვა. მარგარეტ ჩეიზ-სმიტი გახდა პირველი ქალი, რომელიც არჩეული იყო, როგორც წარმომადგენელთა პალატაში (1940-1949 წწ.), ასევე სენატში (1949-1973 წწ.). 1978 წლის 25 იანვარს მიურელ ჰამფრი-ბრაუნი დანიშნეს სენატორად მინესოტის შტატიდან გარდაცვლილი მეუღლის, ჰიუბერტ ჰამფრის ნაცვლად და გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთდერთი აშშ-ის მეორე ლედი (ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე), რომელიც გახდა სენატორი[9]. 1978 წელს ნენსი კასებაუმი გახდა პირველი ქალი, რომელიც სენატში აირჩიეს ისე, რომ კონგრესში მისი მეუღლე მანამდე არ მუშაობდა[10].
მოყოლებული 1978 წლიდან თითოეულ სენატში მინიმუმ ერთი ქალი მაინც არის წევრი.
1992 წელს აშშ-ში უწოდეს „ქალების წელი“ (ინგლ. Year of the Woman). რადგან ეს წელი აღმოჩნდა ისტორიული: ამ წელს პარლამენტის ზედა პალატაში აირჩიეს ხუთი სენატორი ქალი[11].
2000 წელს ჰილარი კლინტონი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთდერთი აშშ-ის პირველი ლედი, რომელმაც დაიკავა სენატორის თანამდებობა[12]. ჰილარი კლინტონმა მიიღო 3 747 310 ხმა და 57 %-ით გაიმარჯვა[13]. 2006 წელს ჰილარიმ მეორე ვადითაც იყარა კენჭი, მიიღო 3 008 428 ხმა 1 392 189 ხმის წინააღმდეგ და დაამარცხა ჯონ სპენსერი[14]. 2008 წელს ჰილარი კლინტონი გადადგა თანამდებობიდან, რადგან გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი[15].
2012 წელს სენატში ერტდროულად აირჩიეს 11 ქალი, აქედან ექვსი ხელმეორედ აირჩიეს. ამ სიახლემ მოხსნა 1992 წლის რეკორდი, როდესაც სენატში ერთდროულად აირჩიეს ხუთი ქალი კანდიდატი[11].
აშშ-ის ქალი-სენატორების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოტო | სახელი, ცხოვრების წლები | შტატი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | პარტია |
---|---|---|---|---|---|
რებეკა ლატიმერ ფელტონი (1835–1930) |
ჯორჯია | ნოემბერი 21, 1922 | ნოემბერი 22, 1922 | დემოკრატიული პარტია | |
ჰეთი კარაუეი (1878–1950) |
არკანზასი | დეკემბერი 9, 1931 | იანვარი 3, 1945 | დემოკრატიული პარტია | |
როუზ მაკ-კონელი (1892–1970) |
ლუიზიანა | იანვარი 31, 1936 | იანვარი 3, 1937 | დემოკრატიული პარტია | |
დიკსი გრეივსი (1882–1965) |
ალაბამა | აგვისტო 20, 1937 | იანვარი 10, 1938 | დემოკრატიული პარტია | |
გლედის პაილი (1890–1989) |
სამხრეთი დაკოტა | ნოემბერი 9, 1938 | იანვარი 3, 1939 | რესპუბლიკური პარტია | |
ვერა კაჰალანბუშფილდი (1889–1976) |
სამხრეთი დაკოტა | ოქტომბერი 6, 1948 | დეკემბერი 26, 1948 | რესპუბლიკური პარტია | |
მარგარეტ ჩეიზ-სმიტი (1897–1995) |
მენი | იანვარი 3, 1949 | იანვარი 3, 1973 | რესპუბლიკური პარტია | |
ევა ბოურინგი (1892–1985) |
ნებრასკა | აპრილი 16, 1954 | ნოემბერი 7, 1954 | რესპუბლიკური პარტია | |
ჰეიზელ ეიბლი (1888–1966) |
ნებრასკა | ნოემბერი 8, 1954 | დეკემბერი 31, 1954 | რესპუბლიკური პარტია | |
მაურინ ნოიბერგერი (1907–2000) |
ორეგონი | ნოემბერი 9, 1960 | იანვარი 3, 1967 | დემოკრატიული პარტია | |
ელეინ ედვარდსი (1929–2018) |
ლუიზიანა | აგვისტო 1, 1972 | ნოემბერი 13, 1972 | დემოკრატიული პარტია | |
მიურიელ ჰამფრი-ბრაუნი (1912–1998) |
მინესოტა | იანვარი 25, 1978 | ნოემბერი 7, 1978 | დემოკრატიული პარტია | |
მერიონ პიტმან ალენი (1925-2018) |
ალაბამა | ივნისი 8, 1978 | ნოემბერი 7, 1978 | დემოკრატიული პარტია | |
ნენსი კასებაუმი (დ. 1932) |
კანზასი | დეკემბერი 23, 1978 | იანვარი 3, 1997 | რესპუბლიკური პარტია | |
პოლა ფიქსჰოოკინსი (1927–2009) |
ფლორიდა | იანვარი 1, 1981 | იანვარი 3, 1987 | რესპუბლიკური პარტია | |
ბარბარა მიკულსკი (დ. 1936) |
მერილენდი | იანვარი 3, 1987 | იანვარი 3, 2017 | დემოკრატიული პარტია | |
ჯოსელინ ბურდიკი (დ. 1922) |
ჩრდილოეთი დაკოტა | სექტემბერი 16, 1992 | დეკემბერი 14, 1992 | დემოკრატიული პარტია | |
დაიან ფაინშტაინი (დ. 1933) |
კალიფორნია | ნოემბერი 10, 1992 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
ბარბარა ბოკსერი (დ. 1940) |
კალიფორნია | იანვარი 3, 1993 | იანვარი 3, 2017 | დემოკრატიული პარტია | |
კეროლ მოზლი-ბრაუნი (დ. 1947) |
ილინოისი | იანვარი 3, 1993 | იანვარი 3, 1999 | დემოკრატიული პარტია | |
პატი მიურეი (დ. 1950) |
ვაშინგტონი | იანვარი 3, 1993 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
კეი ბეილი ჰატჩინსონი (დ. 1943) |
ტეხასი | ივნისი 14, 1993 | იანვარი 3, 2013 | რესპუბლიკური პარტია | |
ოლიმპია სნოუ (დ. 1947) |
მენი | იანვარი 3, 1995 | იანვარი 3, 2013 | რესპუბლიკური პარტია | |
შეილა ფრამი (დ. 1945) |
კანზასი | ივნისი 11, 1996 | ნოემბერი 6, 1996 | რესპუბლიკური პარტია | |
სიუზან კოლინზი (დ. 1952) |
მენი | იანვარი 3, 1997 | მოქმედი | რესპუბლიკური პარტია | |
მერი ლენდრიუ (დ. 1955) |
ლუიზიანა | იანვარი 3, 1997 | იანვარი 3, 2015 | დემოკრატიული პარტია | |
ბლანშ ლინკოლნი (დ. 1960) |
არკანზასი | იანვარი 3, 1999 | იანვარი 3, 2011 | დემოკრატიული პარტია | |
მარია კანტუელი (დ. 1958) |
ვაშინგტონი | იანვარი 3, 2001 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
ჯინ კარნაჰანი (დ. 1933) |
მისური | იანვარი 3, 2001 | ნოემბერი 25, 2002 | დემოკრატიული პარტია | |
ჰილარი კლინტონი (დ. 1947) |
ნიუ-იორკი | იანვარი 3, 2001 | იანვარი 21, 2009 | დემოკრატიული პარტია | |
დები სტაბენაუ (დ. 1950) |
მიჩიგანი | იანვარი 3, 2001 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
ლიზა მერკაუსკი (დ. 1957) |
ალიასკა | დეკემბერი 20, 2002 | მოქმედი | რესპუბლიკური პარტია | |
ელიზაბეთ დოული (დ. 1936) |
ჩრდილოეთი კაროლინა | იანვარი 3, 2003 | იანვარი 3, 2009 | რესპუბლიკური პარტია | |
ემი კლობუჩარი (დ. 1960) |
მინესოტა | იანვარი 3, 2007 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
კლერ მაკ-კესკილი (დ. 1953) |
მისური | იანვარი 3, 2007 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
ჯინ შაჰინი (დ. 1947) |
ნიუ-ჰემფშირი | იანვარი 3, 2009 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
კეი ჰეიგანი (დ. 1953) |
ჩრდილოეთი კაროლინა | იანვარი 3, 2009 | январь 3, 2015 | დემოკრატიული პარტია | |
კირსტენ ჯილიბრანდი (დ. 1966) |
ნიუ-იორკი | იანვარი 26, 2009 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
კელი ეიოტი (დ. 1968) |
ნიუ-ჰემფშირი | იანვარი 3, 2011 | იანვარი 3, 2017 | რესპუბლიკური პარტია | |
ტემი ბოლდუინი (დ. 1962) |
ვისკონსინი | იანვარი 3, 2013 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
დებ ფიშერი (დ. 1951) |
ნებრასკა | იანვარი 3, 2013 | მოქმედი | რესპუბლიკური პარტია | |
ჰაიდი ჰაიტკემფი (დ. 1955) |
ჩრდილოეთი დაკოტა | იანვარი 3, 2013 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
მეიზი ჰირონო (დ. 1947) |
ჰავაი | იანვარი 3, 2013 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
ელიზაბეთ უორენი (დ. 1949) |
მასაჩუსეტსი | იანვარი 3, 2013 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
ჯონი ერნსტი (დ. 1970) |
აიოვა | იანვარი 3, 2015 | მოქმედი | რესპუბლიკური პარტია | |
შელი მურ კაპიტო (დ. 1953) |
დასავლეთი ვირჯინია | იანვარი 3, 2015 | მოქმედი | რესპუბლიკური პარტია | |
კეტრინ კორტეს-მასტო (დ. 1964) |
ნევადა | იანვარი 3, 2017 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
ტემი დაკუორტი (დ. 1968) |
ილინოისი | იანვარი 3, 2017 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
კამალა ჰარისი (დ. 1964) |
კალიფორნია | იანვარი 3, 2017 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
მეგი ჰასენი (დ. 1958) |
ნიუ-ჰემფშირი | იანვარი 3, 2017 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
ტინა სმიტი (დ. 1958) |
მინესოტა | იანვარი 3, 2018 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
სინდი ჰაიდ-სმიტი (დ. 1959) |
მისისიპი | აპრილი 9, 2018 | მოქმედი | რესპუბლიკური პარტია | |
მარშა ბლეკბერნი
(დ. 1952) |
ტენესი | 3 იანვარი 2019 | მოქმედი | რესპუბლიკური პარტია | |
კირსტენ სინემა
(დ. 1976)
|
არიზონა | 3 იანვარი 2019 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია | |
მართ მაკსალი
(დ. 1966) |
არიზონა | 3 იანვარი 2019 | მოქმედი | რესპუბლიკური პარტია | |
ჯეკი როუზენი
(დ. 1957) |
ნევადა | 3 იანვარი 2019 | მოქმედი | დემოკრატიული პარტია |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wayback Machine (2015-07-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-03. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ 2.0 2.1 U.S. Senate: Women in the Senate. www.senate.gov. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „MRS. FELTON DIES; FORMER SENATOR; Appointed for One-Day Term From Georgia, She Said She Hoped to See Women in Senate. WAS PIONEER SUFFRAGIST Active Almost to the Last, She Had Gone to Atlanta at 94 to Attend to School Business“. The New York Times (ინგლისური). 1930. 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ „Rebecca Ann Felton | American political activist“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ Our Campaigns - AR US Senate Special Race - Jan 12, 1932. www.ourcampaigns.com. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ Our Campaigns - AR US Senate Race - Nov 08, 1938. www.ourcampaigns.com. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ Elizabeth Flock. (June 8, 2012, at 10:20 a.m.) Why There Are So Few Women In Congress.
- ↑ Steven Hill. Why Does the US Still Have So Few Women in Office? (англ.) // The Nation. — 2014-03-07. — ISSN 0027-8378
- ↑ Press, From Associated (1998-09-21). „Muriel Humphrey Brown; Widow of Senator“. Los Angeles Times (ინგლისური). 0458-3035. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ Nancy L. Kassebaum-Baker | C-SPAN.org. www.c-span.org. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
- ↑ 11.0 11.1 CNN, Story by Grace Sparks; visualizations by Joyce Tseng,. „A record number of women are running for Senate, but number is still low“. CNN. ციტირების თარიღი: 2018-05-30.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
- ↑ Gerth & Van Natta 2007, p. 204
- ↑ Federal Elections 2000: U.S. Senate Results. transition.fec.gov. ციტირების თარიღი: 2018-06-06.
- ↑ Wayback Machine (2012-08-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-22. ციტირების თარიღი: 2018-06-06.
- ↑ Clinton sworn in at State Dept. and then resigns Senate | Politics on the Hudson (2009-02-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2018-06-06.