ქალაქი (ალაგირის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქალაქი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რესპუბლიკა ჩრდილოეთი ოსეთი
რაიონი ალაგირის რაიონი
კოორდინატები 42°39′42″ ჩ. გ. 43°49′56″ ა. გ. / 42.66167° ჩ. გ. 43.83222° ა. გ. / 42.66167; 43.83222
ადრეული სახელები მამისონი
მოსახლეობა 0[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 86731
საფოსტო ინდექსი 363203
ქალაქი (ალაგირის რაიონი) — რუსეთი
ქალაქი (ალაგირის რაიონი)
ქალაქი (ალაგირის რაიონი) — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
ქალაქი (ალაგირის რაიონი)

ქალაქი (ოს. Калак) — სოფელი ალაგირის რაიონში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს მდინარე მამისონდონის მარცხენა ნაპირზე. ალაგირიდან — 17 კმ., ხოლო ვლადიკავკაზიდან — 107 კმ. ამჟამად სოფელი მიტოვებულია და 2010 წლის აღწერის მონაცემებით იქ უკვე აღარავინ ცხოვრობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე ქალაქი (მეორე სახელწოდება — მამისონი) ჟღელეს ხეობის უდიდესი სოფელი იყო. სოფლის თანამედროვე სახელწოდება მომდინარეობს ქართული სიტყვიდან „ქალაქი“, რაც მისი მოსახლეობის სიდიდის გამო უნდა შერქმეოდა.

XIX საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება სოფლიდან სტიქიური გადასახლების პერიოდი. 1861 წლისათვის სოფელში სულ 9 კომლი (66 ადამიანი) ცხოვრობდა. 1883 წლის აღწერის მიხედვით სოფლის მოსახლეობა გაიზარდა 21 კომლამდე და 154 მაცხოვრებლამდე. 1901 წელს კი სოფელში 323 ადამიანი ცხოვრობდა.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Калоев Б. А., Осетины Восточной Осетии и районов Грузии — Владикавказ: 2012. с. 123

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]