ქალაქის საბჭოს შენობა (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქის საბჭოს შენობა
რუს. Здание городской думы
კოორდინატები 47°13′18″N 39°42′45″E / 47.221547° ჩ. გ. 39.712586° ა. გ. / 47.221547; 39.712586
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ალექანდრე პომერანცევი
ტიპი ეკლექტიკა
დასრულების თარიღი 1897-1899
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110007000

ქალაქის საბჭოს შენობა (რუს. Здание городской думы) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1899 წელს არქიტექტორ ალექანდრ პომერანცევის პროექტის მიხედვით. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა[1]. თავდაპირველად შენობაში განთავსებული იყო ქალაქის საკრებულო და გამგეობა. საბჭოთა პერიოდში კი შენობაში განთავსებული იყო სკკპ-ის საოლქო კომიტეტი[2]. ამჟამად შენობა უჭირავს დონის როსტოვის მერიას და ქალაქის საკრებულოს. ქალაქის საბჭოს შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მერია 1902 წელს

1890-იან წლებში ქალაქის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინათ ქალაქის საკრებულოს ახალი შენობა (მანამდე საკრებულო განთავსებული იყო მაქსიმოვის სახლში[3]). პროექტის შესამუშავებლად მოიწვიეს ცნობილი არქიტექტორი ალექანდრე პომერანცევი, რომელსაც უკვე აშენებული ჰქონდა ქალაქის რამდენიმე შენობა. შენობის პროექტის საბოლოო ვარიანტი ქალაქის გამგეობამ დაამტკიცა 1896 წლის ბოლოს, ხოლო 1897 წელს დაიწყო ქალაქის საბჭოს შენობის მშენებლობა. მშენებელობა დასრულდა და ახლად აგებული სახლი აკურთხეს 1899 წელს[4].

არქიტექტორ პომერანცევის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით შენობის აგება დაჯდებოდა 586 176 რუბლი და 16 კაპიკი, მაგრამ სათათბირომ გადაწყვიტა, რომ ეს თანხა არის საკმაოდ დიდი და საჭირო იყო შემცირება. საბოლოოდ შეამცირეს 513 627 რუბლამდე[4], მაგრამ მშენებლობის დროს ხარჯმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა აღნიშნულს და მიაღწია 600 ათასს.

შენობის პირველი სართული გაქირავდა სავაჭრო სათავსოებად. მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსდა ქალაქის სათათბირო და ქალაქის გამგეობა[3].

1922 წელს ქალაქის სათათბიროს შენობას გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც განადგურდა კუთხის გუმბათი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შენობა კიდევ უფრო დაზიანდა, მაგრამ მისი დასრულებიდან მალევე მოხდა აღდგენა[3] და მასში განთავსდა სკკპ-ის საოლქო კომიტეტი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის საბჭოს შენობა აგებულია ეკლექტიკის სტილში[3]. შენობა სწორკუთხა დაგეგმარებისაა და გააჩნია შიდა ეზო. ნაგებობა ოთხასრთულიანია. პირველი სართული რუსტირებულია[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "donland" defined multiple times with different content; $2
  2. Ростов-на-Дону. km.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-05. ციტირების თარიღი: 2013-07-25.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Кукушин B. C. Эклектика // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  4. 4.0 4.1 Швецов С. Д. На высоком донском берегу: Очерки из прошлого Ростова. — Ростов, 1982. — С. 44—47.