ქალაქის რატუშა (პუშკინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქის რატუშა
Городовая ратуша
კოორდინატები 59°42′57″N 30°24′49″E / 59.715855° ჩ. გ. 30.413488° ა. გ. / 59.715855; 30.413488
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი იპოლიტე მონიგეტი, ალექსანდრე ბახი
თარიღდება 1862-1865
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810465003

ქალაქის რატუშა (რუს. Городовая ратуша) — ქალაქ პუშკინში მდებარე ისტორიული შენობა. აშენდა 1862-1865 წლებში. რეკონსტრუქცია ჩაუტარა 1885 წელს. იგი შესულია ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. აღნიშნული სახლი მდებარეობს ნაბერეჟნაიას ქუჩაზე. ამჟამად შენობაში განთავსებულია პუშკინის კულტურის სახლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის რატუშის მშენებლობა დასრულდა 1865 წლის ოქტომბერში. 1902 წელს კი ა. რ. ბახის პროექტის მიხედვით შენობა გაიზარდა: გაფართოვდა სახლი, კერძოდ რამდენიმე ოთახი, მათ შორის მთავარი დარბაზი. 1918 წელს შენობაში განთავსებული თვითმმართველი ორგანო გააუქმეს და აქ განთავსდა კულტურის სახლი. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა დაზიანდა, მას შემდეგ კი ერთ-ერთი პირველი იყო ეს შენობა რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქში. 1922 წლიდან 1936 წლამდე შენობაში ფუნქციონირებდა „მუსიკალური თეატრი“.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული შენობა სამსართულიანია. ქვედა სართულზე განთავსებულია სარდაფი. შიდა ინტერიერის კუთხით ახლოს დგას ადრეულ კლასიციზმთან, თუმცა ვხვდებით ასევე დეკორებს ბაროკოს სტილში. შენობაში განთავსებულია ორი დარბაზი: მთავარი და საკონფერენციო. გაფორმებულია ასევე ბიზანტიური სტილის თაღებითა და სვეტებით. დღეს იგი მაღალ დონეზეა კეთილმოწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]