შინაარსზე გადასვლა

ქალასშიგა ანევრიზმა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავის ტვინის მარჯვენა შუა არტერიის ბიფურკაციის ანევრიზმა.

ქალასშიგა ანევრიზმა (ასევე ცნობილი, როგორც თავის ტვინის ანევრიზმა) — თავის ტვინის ვასკულარული დაავადება, რა დროსაც ადგილი აქვს სისხლძარღვის კედლის გამობერვას, გამომდინარე მისი დასუსტებიდან. თავის ტვინის ანევრიზმებს გასკდომამდე უმეტესად არ ახასიათებს კლინიკური გამოვლინებები, თუმცა, ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები და თავის ტვინის ნერვების დეფიციტის სიმპტომები. გასკდომის შემთხვევაში კი აღინიშნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის კლინიკური გამოვლინებები: ცნობიერების დაკარგვა, თავის ტკივილი (პაციენტები ხშირად ახასიათებენ, როგორც "ცხოვრებაში ყველაზე საშინელ თავის ტკივილს"), გუგის პათოლოგიები, მენინგიზმი (მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მენინგიტის არარსებობისას) და ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები, გამომდინარე სისხლდენის მდებარეობიდან). დიაგნოზის დასმა ხდება რადიოლოგიური კვლევების (მაგნიტურ-რეზონანსული (MRA) ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA)) საფუძველზე.

უკანა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმა. ანგიოგრაფია.
წინა შემაერთებელი არტერიის ანერიზმა. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრამა.

ანევრიზმები არტერიის მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის ტვინის შუა არტერიის ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის ტვინის ანევრიზმებს შორი ერთ-ერთი ყველაზე ხშირია თავის ტვინის შუა არტერიის (ინგ. Middle cerebral artery (MCA)) ანევრიზმა. გარდა ზოგადი სიმპტომებისა (თავის ტკივილი, გულყრა), გასკდომამდე ზოგჯერ აღინიშნება თავბრუსხვევა (ვერტიგო) და სისუსტე სხეულის საპირისპირო ნახევარში. აღსანიშნავია, რომ MCA-ს ანევრიზმა ყველაზე ხშირად წარმოიქმნება მისი ბიფურკაციის (ორად გაყოფის) ადგილას.

თავის ტვინის უკანა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმა — თავის ტვინის უკანა შემაერთებელი არტერიის (ინგ. Posterior communicating artery (PComA)) ანევრიზმული წარმონაქმნი - ზოგჯერ ხასიათდება თავის ტვინის ნერვების (ძირითადად, მესამე და მეხუთე) დეფიციტის სიმპტომებით.

თავის ტვინის წინა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაზილარული არტერიის თითისტარისებრი ანევრიზმა. კომპიუტერული ტომოგრაფია.

წინა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმა — თავის ტვინის წინა შემაერთებელი არტერიის (ინგ. Anterior communicating artery (AComA)) ანევრიზმული წარმონაქმნი. ანევრიზმის გასკდომამდე სიმპტომები უმეტესად არ ვლინდება, თუმცა, ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი და მხედველობის დარღვევები.

ბაზილარული არტერიის თითისტარისებრი ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაზილარული არტერიის თითისტარისებრი ანევრიზმა — თავის ტვინის ბაზილარული არტერიის (ინგ. Basilar artery (BA)) თითისტარის ფორმის ანევრიზმული გაგანიერება. აღსანიშნავია, რომ ქალასშიგა არტერიებს შორის თითისტარისებრ გაგანიერებას ყველაზე ხშირად განიცდის ბაზილარული არტერია. გასკდომამდე ანევრიზმა ხასიათდება თავის ტვინის ნერვების დეფიციტის სიმპტომებით.

ბაზილარული არტერიის პერფორატორის ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაზილარული არტერიის პერფორატორის ანევრიზმა. თავის ტვინის ანგიოგრამა.

ბაზილარული არტერიის პერფორატორის ანევრიზმა (ინგ. BAPA - Basilar artery perforator aneurysm) — თავის ტვინის ბაზილარული არტერიის პერფორატორის ანევრიზმული წარმონაქმნი. ეს ანევრიზმები უმეტესად მცირე ზომისაა და, შესაბამისად, გასკდომამდე სიმპტომები ძირითადად არ ვლინდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]