ქაიხოსრო მუხრანბატონი
იერსახე
ქაიხოსრო ვახტანგის ძე მუხრანბატონი (გ. 1629) — მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1625-1626. ქართლის გამგებელი 1626, გიორგი სააკაძის მომხრე და თანამებრძოლი. ბაზალეთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გადაიხვეწა ოსმალეთში, სადაც თავი მოჰკვეთეს სააკაძესთან ერთად.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქაიხოსრო მუხრანბატონი დაქორწინებული იყო მამია II დადიანის ქალიშვილზე თინათინ დადიანზე. მათ ამ ქორწინებიდან ეყოლათ სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი:
- აშოთან II მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1697)
- ბაგრატ მუხრანბატონი, დაქორწინდა ქეთევან ამილახვარზე. ჰყავდა ორი ვაჟი სიმონი და ნიკოლოზი
- დომენტი III (გარდაიცვალა 1676)
- დედისიმედი (გარდაიცვალა 1671), დაქორწინებული იყო პაპუნა ციციშვილზე
- ელენე (გარდაიცვალა 1675 წლის შემდეგ), დაქორწინებული იყო ნუგზარ არაგვის ერისთავის ვაჟზე, გიორგიზე, რომელიც გარდაიცვალა 1647 წლის შემდეგ
- თინათინი, დაქორწინდა ელიზბარ დავითიშვილზე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
- ჯამბურია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 231.
წინამორბედი: თეიმურაზ I მუხრანბატონი |
მუხრანბატონი 1625–1626 |
შემდეგი: დავითი |