ქათამურა (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქათამურა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქათამურა

ქათამურა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Porzana Vieillot, 1816

ქათამურა (ლათ. Porzana) — ფრინველთა გვარი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მოიცავს 12 სახეობას, რომელთაგან საქართველოში (მიმოფრენისას) — სამი: ქათამურა (ლათ. Porzana porzana), პატარა ქათამურა (ლათ. Porzana parva) და პაწაწა ქათამურა (ლათ. Porzana pusilla). მათი სხეულის სიგრძეა 16,5-28 სმ. ბინადრობენ წყალსაცავების დამშრალ ნაპირებზე, ჭაობებსა და ნოტიო მინდვრებზე. სწრაფად მოძრაობენ ხშირ ბალახნარში, კარგად ცურავენ, ყვინთავენ. ბუდეს იკეთებენ მიწაზე დებენ 7-9 კვერცხს, იკვებებიან მცენარეული (თესლები, აღმონაცენები) და ცხოველური (უხერხემლოები) საკვებით. არიან სპორტული ნადირობის ობიექტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]