ფხოვის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფხოვის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ორბელიანთუბანი
წინა სახელები ფოსტის ქუჩა, ნერსესოვის ქუჩა

ფხოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ორბელიანთუბანი); ანატოლი სობჩაკის ქუჩიდან ანტონ ფურცელაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ფოსტის ქუჩა. 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში კი – როგორც ნერსესოვის ქუჩა. 1925 წელს დაერქვა ფხოვის ქუჩა. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]