ფხვენელნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფხვენელნიქართლის აზნაურთა საგვარეულო X საუკუნეში. სახელწოდება წარმოსდგა მათი სამამულე სოფელ ფხვენისიდან (გორის მუნიციპალიტეტი). „ქართლის ცხოვრების“ ცნობით X საუკუნის 50-იან წლებში ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ძმები სარა და გრიგოლ ფხვენელნი, ქართლისა და კახეთის აზნაურებთან ერთად, იბრძოდნენ აფხაზთა მეფის გიორგის გამაერთიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ, ხელს უშლიდნენ მისი მფლობელობის დამყარებას ქართლსა და კახეთში. ამის შედეგად აფხაზთა მეფემ ვერ შეძლო კახეთის დაპყრობა და იქ კვლავ კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე დამკვიდრდა.

X საუკუნის შემდგომ ფხვენელნი აღარ იხსენიებიან წყაროებში. როგორც ჩანს, საქართველოს მონარქიის წარმოქმნის შემდეგ მათ, ისევე როგორც ქართლის სეპარატისტულად განწყობილმა სხვა დიდმა აზნაურებმა, დაკარგეს თავიანთი მამული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]