შინაარსზე გადასვლა

ფშნის ეკალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფშნის ეკალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსანნი
გვარი:  ფშნის ეკალი
ლათინური სახელი
Ononis

ფშნის ეკალი (ლათ. Ononis) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი, ჯირკვლოვანი მეწვებით მოფენილი, ზოგჯერ ეკლიანი ბალახები და დაბალი ბუჩქებია.

ფშნის ეკალი 30—60 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა.მას აქვს მოკლე მუქი ან შავი ფესურებით და გრძელი ცილინდრისებრი გახევებული, ქვემოთ დატოტვილი მუქი ფესვით, ღერო პირდაპირი, დატოტვილი, ჩამოშვებული ლილისფერი შეფერილობის. ყვავილები ვარდისფერი ან მოთეთროა, განლაგებულია მოკლე ყვავილსაჯდომებზე ორ-ორად ფოთოლსაფარში: ღეროების და ტოტების ბოლოებში ყვავილები შეკრულია თავთავისებურად. ნაყოფი 2-4 თესლიანი მარცვალია 7 მმ სიგრძის და 5-6 მმ სიგანის, ოვალური ან ფართეკვერცხისებრი ფორმის. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ფესვებსა და ფესურებს ამზადებენ შემოდგომაზე.

75-მდე სახეობა უმეტესად გავრცელებულია ევროპაში, აგრეთვე აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა, მათგან Ononis arvensis მთელ საქართველოში იზრდება მთის შუა სარტყლამდე, უფრო ტენიან ადგილებში, მდინარეთა ნაპირებზე ბუჩქნარებში. ვარდისფერი ან მოთეთრო ყვავილები აქვს. ღეროსა და ფოთლისაგან ყვითელ და მწვანე საღებავს იღებენ. ყვითელყვავილიანი Ononis pusilla კი უპირატესად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება, მთის ქვედა სარტყელში, სტეპის მცენარეულობაში, ქვიშნარებზე. კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ქიმიური შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფშნის ეკლის ფესვები შეიცავს გლიკოზიდებს, საპონინს, ფირებს, შაქარს, მცირე რაოდენობით მთრიმლავ და სხვა ნივთიერებებს.

ფშნის ეკლის ფესვები ფართოდ გამოიყენება დასავლეთ ევროპაში, საქართველოში ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც შარდ-და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე თავის ტკივილების, ტანში მტვრევის და რევმატიზმების დროს. ფესვების ნახარში და სპირტული ნაყენი გამოიყენება როგორც ბუასილის სამკურნალო საშუალება.