შინაარსზე გადასვლა

ფშაური დიალექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფშაური კილო)
ისტორიული ფშავის ტერიტორია.

ფშაური დიალექტი — აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა ეგრეთ წოდებული ფხოური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. გავრცელების ძირითადი არეალია ისტორიული ფშავის ტერიტორია. ფშაური ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია.

როგორც მისი პირველი მკვლევარი აკაკი შანიძე აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„ფშავურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა.“

მეცნიერის ეს რამდენიმე ათეული წლის წინ თქმული სრულიად შეეფერება ფშაურის დღევანდელ ვითარებას. ამ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობის ბარისა თუ მთისწინეთის სხვადასხვა ადგილებში გაძლიერებული მიგრაციების წყალობით, იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბარელთა მეტყველებას და დაშორდა თავის თავდაპირველ მოძმე კილოებს - თუშურს, ხევსურულს და მოხეურს. ასე რომ, მას თავისი ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური თავისებურებებით შუალედური მდგომარეობა უკავია აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთის დიალექტებს შორის.

ფშაურმა კილომ ქართველი საზოგადოების ყურადღება ვაჟა-ფშაველასა და მისი ძმების სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო, მათ შემოქმედებაში ფშაური დიალექტური ფორმების უხვმა და პრინციპულმა ხმარებამ მკითხველთა თუ კრიტიკოსთა მკვეთრი (ძირითადად უარყოფითი) რეაქცია გამოიწვია. შეიძლება გავიხსენოთ აკაკი წერეთლის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.[1][2] ფშაური დიალექტის მეცნიერული შესწავლა პირველად აკაკი შანიძემ დაიწყო.

ფშაური დიალეტქის ნიმუშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია ფშაური დიალექტის რამდენიმე ნიმუში და მათი განმარტებები:[3]

ფშაური დიალექტის ნიმუშიგანმარტება
აბედენებსანსხვავებს, უპირატესობას ანიჭებს.
აგულვაჭურჭლის ალაგება, შენახვა.[4]
ბაგბაგიცახცახი, კანკალი.
ბათხვა/გადაბათხვაუშნოდ ჯდომა
ებირებაბავშვი დედის დანახვაზე რომ ატირდება, გაეტირება და ცდილობს არსად გაუშვას.
ელაკლუკებაეპირფერება, ელაქუცება.
ვეროთალბათ ვერ...
თავ-გამცივალითავქარიან, უაზრო ადამიანზე ითქმის.
იბგოლებათავდაუზოგავად შრომობს
იბუწუწუებაბრაზდება, ცხარდება.
იმავთავჩიიმთავითვე, თავიდანვე.
კანტი-კუნტიაქა-იქ, დრო და დრო, იშვიათად.
ლიჭყიწვიმისგან უცებ შეტალახებული ზედაპირი.
მააქვისმოაქვს
მაიყარაშეივსო, შესრულდა.
ნავასინიშან-კვალი, ნაშიერი, ნაშთი.
ონარიოინი, ხრიკი.
ჟინჟღლიწვრილი, ნისლიდან ჩამოცრილი წვიმა.
ქანჩახიკლდიანი ადგილი
ყადარიშესაფერისი
ჰყუდავდგას

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. genia.ge
  2. დაგვიანებული პასუხი აკაკის www.nplg.gov.ge
  3. ფშაური ლექსიკონი დაარქივებული 2019-05-07 საიტზე Wayback Machine. www.ice.ge
  4. აკაკი შანიძის ნარკვევების მიხედვით.