ფშატისებრნი
იერსახე
ფშატისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Elaeagnaceae | ||||||||||||||
|
ფშატისებრნი (ლათ. Elaeagnaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული მარტივი ფოთლები აქვთ. ყვავილები ორსქესიანი ან ერთსქესიანია. მარტოული ან ფარისებრ ყვავილებად შეკრებილი. ნაყოფი კურკიანაა, ხორცოვანი, იჭმება.
ოჯახი შეიცავს 3 გვარის 58-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება ამ ოჯახის 2 გვარი — ფშატი და ქაცვი, რომელთა ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 437.