ფშარაველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფშარაველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელს ჩარგალის აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, შემაღლებულ ადგილას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ძირითადად რიყის ქვით. აქა-იქ გამოყენებულია კვადრატული აგურიც. წყობა ირეგურალურია, შასასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარს გარედან თაღოვანი, ხოლო შიგნით ბრტყელი გადახურვა აქვს. აღმოსავლეთით მოკლე მხრებით გამოყოფილი სწორკუთხა საკურთხეველია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელზე. მოზრდილი კუბური ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის გვერდით კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზი კვადრატული ფორმისაა, განათებულია დასავლეთ კედელში გაჭრილი სწორკუთხა სარკმლით, მას საფეხურებიანი რაფა აქვს. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული, მსგავსი გადახურვა აქვს საკურთხეველსაც. ფასადები სადაა. მოგვიანებით ეკლესია შიფერის ორფერდა სახურავით გადაუხურავთ და აღმოსავლეთიდან ღია ფარდული მიუშენებიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]