ფქვილა სოკო
ფქვილა სოკო | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Russula lutea | |||||||||||||
|
ფქვილა სოკო, ფქვილიო[1] (ლათ. Russula lutea) — ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. ქუდის დიამეტრი 5 სმ აღწევს, ყვითელია, ზედაპირი წებოვანია, გამშრალი კი — პრიალა. ფირფიტები, ფეხი თეთრი, რბილობი თეთრი, მშრალი და ფაშარია. სპორები კვერცხისებრ-ელიფსისებურია, მეჭეჭებით 1 მკმ სიმაღლით. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება ახალი (მოხრაკული) და დამწნილებული.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 436.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 201, ISBN 99940-856-1-1.