ფუჭფუჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუჭფუჭა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსანნი
გვარი:  ფუჭფუჭა
ლათინური სახელი
Colutea

ფუჭფუჭა (ლათ. Colutea) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი, მეტწილად უეკლო ბუჩქებია. ყვითელი ყვავილები აქვთ მტევან ყვავილედში. ნაყოფი მოგრძო გაბერილი პარკია.

25-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, საქართველოში გვხვდება მხოლოდ 2 სახეობა: Colutea orientalis და Colutea cilicica. ორივე აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრად უდაბნოს, ველისა და მეჩხერი ტყის სარტყელში იზრდება, მშრალ ფერდობებზე, ქსეროფილურ ბუჩქნარებში. Colutea cilicica იშვიათად დასავლეთ საქართველოშიც (აფხაზეთი) არის, დეკორატიული, თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]