ფუძე ქანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუძე ქანები
BasaltUSGOV.jpg
ბაზალტი
ცნობები
ტიპი მაგმური

ფუძე ქანებიმაგმური ქანები, რომლებიც საშუალო ქანებთან შედარებით ღარიბია კაჟმიწით (45-55%) და მდიდარია მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით. ფუძე ქანების მინერალური შედგენილობისათვის დამახასიათებელია ფუძე პლაგიოკლაზები და კაჟმიწით უჯერი მინერალები (მაგ., ოლივინი), აგრეთვე პიროქსენები და სხვა. ინტრუზიულ (სიღრმულ) ფუძე ქანებს განეკუთვნება გაბრო, ნორიტი და სხვა. ეფუზიურს (ამონთხეულს) — ბაზალტი, დოლერიტი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]