ფუტკრის წაფვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუტკრის წაფვაფუტკრის მიჩვევა, რომ ამა თუ იმ სახეობის თაფლოვანი მცენარეების ყვავილიდან შეაგროვოს ნექტარი და მტვერი. ფუტკრის წაფვა დაფუძნებულია ყვავილის სუნის, ფერის, ფორმისა და ადგილმედებარეობის მიმართ ფუტკრებში პირობითი რეფლექსების გამომუშავებაზე. გასაწაფავად სკაში ფუტკარს კვებავენ შაქრის სიროფით, რომელსაც შერეული აქვს ამა თუ უმ სახეობის თაფლოვანი მცენარის ყვავილების არომატი. შემდგომ ნექტრის საძიებლად ველად გასული ფუტკარი ეძებს სწორედ ამ არომატის მქონე ყვავილებს. მცენარეთა დასამტვერავად ფუტკრის წაფვის მეთოდი პირველად საბჭოთა მეცნიერმა ალექსანდრე გუბინმა შემოიღო 1933 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]