ფუტკრის ყრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუტკრის ყრაფუტკრის ოჯახის ბუნებრივი გამრავლება. წინ უძღვის ნაყრიანობის ინსტინქტის გაღვიძება, რომელსაც იწვევს შემდეგი ფაქტორები: მცირე ღალიანობა, ბუდის სივიწროვე, ცოცხალი მასის სიჭარბე, სკაში მაღალი ტემპერატურა, დედის ასაკოვნება და სხვა. ყრამდე 7—10 დღით ადრე ფუტკრები აშენებენ სანაყრე სადეებს. ახალი დედის გამოჩეკამდე ერთი დღით ადრე. უმთავრესად დღის პირველ ნახევარში, გამოდის ნაყარი, რომელსაც მოსდევს დედა და მოღალე ფუტკარი. ნაყარი შემოეხვევა ხის ტოტს ან რაიმე საგანს. ნაყარი შეიძლება იყოს მეორეული, რომელსაც მოსდევს ახალგამოჩეკილი ერთი ან რამდენიმე დედა ფუტკარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]