ფურტიოს ხიდი
ფურტიოს ხიდი | |
---|---|
კოორდინატები: 41°39′16″ ჩ. გ. 42°15′48″ ა. გ. / 41.6544917° ჩ. გ. 42.2635111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
მასალა | რიყის ქვა |
თაღების რაოდენობა | 1 |
სურათები ვიკისაწყობში |
ფურტიოს ხიდი — შუა საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალზე, სოფლების, ზამლეთისა და ფურტიოს შორის, ოშოშმანად წოდებულ ადგილში.
ხიდის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდს ჩვენამდე საკმაო დაზიანებით მოუღწევია — მონგრეულია მისასვლელები. მარცხენა მისასვლელი 5 მ-ის სიგრძისა უნდა ყოფილიყო, ხოლო მარჯვენა — 6 მ-ის. დღემდე შერჩენილი ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძეა 13,5 მ, სიგანე ცვალებადია: ნაპირებზე 2,33 მეტრია, ხოლო თავბანდთან 2,20 მ, მალი 9,80 მ-ია, ისარი — 4,40 მ.
ბურჯის სიმაღლეა 3 მ, სიგანე — 2,45 მ. ხიდს ორივე მხარეზე აქვს ორ-ორი ფოსო (35Х30 სმ). ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვებით. მას არ ემჩნევა არც მოაჯირი და არც ლავგარდანი. ეს კომპონენტები არც მახუნცეთის ხიდში არ შეინიშნება, რის გამოც აღნიშნული ორი ხიდი ერთმანეთს ძლიერ წააგავს. ფურტიოს ხიდი განსხვავდება მხოლოდ ფოსოებით რომელიც ამ უკანასკნელს არ გააჩნია. როგორც ჩანს ამისი საჭიროება არც ყოფილა, რადგანაც ხიდი მეტად შევიწროებულ ადგილასაა აგებული და მალი ერთობ მოკლეა.
დღესდღეობით ხიდი აღდგენილია.
ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 39