ფურთკალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფურთკალო
კოორდინატები: 42°14′35″ ჩ. გ. 45°28′33″ ა. გ. / 42.24306° ჩ. გ. 45.47583° ა. გ. / 42.24306; 45.47583
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2502 
ქედი კახეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვა
ასაკი ქვედაიურული
ფურთკალო — საქართველო
ფურთკალო
ფურთკალო — კახეთის მხარე
ფურთკალო

ფურთკალომთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების სტორისა და ალაზნის წყალგამყოფზე, მდინარე სტორის მარჯვენა მხარეს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2502 მ. ფურტკალო ასიმეტრიულია, აღმოსავლეთ კალთა ციცაბო აქვს, დასავლეთი — დამრეცი. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვებით. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ზედა — სუბალპური მდელოს ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]