ფუნქცია (მათემატიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნქცია ანუ ასახვა, ერთ-ერთი ძირითადი ცნება მათემატიკაში, რომელიც გამოსახავს ერთი ტიპის ცვლადი სიდიდეების კავშირს სხვა ცვლად სიდიდეებთან.

თუ x და y სიდიდეები ერთმანეთთან დაკავშირებულია ისე, რომ x-ის ყოველ მნიშვნელობას შეესაბამება y-ის გარკვეული მნიშვნელობა, მაშინ y-ს ეწოდება x არგუმენტის (ცალსახა)ფუნქცია ზოგჯერ x-ს უწოდებენ დამოუკიდებელ, ხოლო y-ს - დამოკიდებულ ცვლადს. x-სა და y-შორის დამოკიდებულება ზოგადი სახით ჩაიწერება ასე y=f(x) ან y=F(x) და ა.შ.

თუ x და y.-ს შორის დამოკიდებულება ისეთია, რომ x-ის ერთსა და იმავე მნიშვნელობას შეესაბამება საზოგადოდ , y-ის რამდენიმე მნიშვნელობა შესაძლოა უსასრულოც კი, მაშინ y-ს უწოდებენ x-ის მრავალსახა ფუნქციას.

განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტყვით, რომ f არის X სიმრავლის ასახვა Y-ში, თუ X სიმრავლის ნებისმიერ x ელემენტს f უთანადებს Y სიმრავლის ერთადერთ y ელემენტს.

არსებობს ჩაწერის სხვადასხვა მეთოდები :

  • ან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]