ფულხენსიო იეგროსი
| ფულხენსიო იეგროსი | |
| პარაგვაის პირველი სახელმწიფოს მეთაური | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 17 ივნისი, 1811 – 12 ოქტომბერი, 1813 | |
| დაბადებული | თებერვალი, 1780 კიკიო, პარაგვაი |
| გარდაცვლილი | 17 ივლისი, 1821 პარაგვაი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ფულხენსიო იეგროს (დ. თებერვალი, 1780, კიკიო - გ. 17 ივლისი, 1821) — პარაგვაელი ჯარისკაცი, მიწის მესაკუთრე, პოლიტიკოსი და დამოუკიდებელი პარაგვაის პირველი სახელმწიფოს მეთაური. ქალაქი იეგროსი მის პატივსაცემად არის დასახელებული.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იეგროსი ეკუთვნოდა ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ ოჯახს პარაგვაის პროვინციაში; მისი ბაბუა, ფულგენსიო იეგროს ი ლედესმა იყო პარაგვაის გუბერნატორი (1764–1766). ფულხენსიო დაიბადა 1780 წელს სოფელ კუიკუჰოს მახლობლად, სანტა ბარბარას საოჯახო რანჩოში, რომელიც მდებარეობს პარაგუარის დეპარტამენტში (პარაგვაი). ის იყო ლეიტენანტ პოლკოვნიკ ხოსე ანტონიო იეგროსისა და მარია ანგელა ფრანკო დე ტორესის ვაჟი. იეგროსი სამხედრო ტრადიციების მქონე ოჯახში დაიბადა და თავადაც სამხედრო კარიერა აირჩია. განათლება მიიღო ასუნსიონში. მოგვიანებით შეუერთდა ესპანეთის კოლონიურ არმიას. მან პირველი საბრძოლო გამოცდილება 1802 წელს პორტუგალიელების წინააღმდეგ მიიღო, ხოლო 1807 წელს, რიო-დე-ლა-პლატას ბრიტანელების შემოსევების დროს ბუენოს-აირესის დამცავი პარაგვაული ჯარების შემადგენლობაში, მან კაპიტნის წოდება მიიღო. 1810 წელს დაინიშნა მისიონესის გუბერნატორად. 1811 წლის დასაწყისში მან მონაწილეობა მიიღო პარაგვაის კამპანიაში და დაიცვა პარაგვაი დამპყრობლებისგან მანუელ ბელგრანოს მეთაურობით.
იეგროსი და პედრო ხუან კაბალიერო 1811 წლის მაისის რევოლუციის წამყვანი სამხედრო ფიგურები იყვნენ, რამაც პარაგვაის დამოუკიდებლობა გამოიწვია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1811 წლის 19 ივნისიდან 1813 წლის 12 ოქტომბრამდე, იეგროსმა ხუთწევრიანი მმართველი ხუნტას პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, რომელიც 1813 წელს ორწევრიანი საკონსულოთი შეიცვალა. იეგროსი და ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია 1813 წელს კონგრესმა საფრანგეთის რევოლუციის მოდელის მიხედვით რესპუბლიკის კონსულებად აირჩია. ამ პერიოდში მან დამოუკიდებელ პარაგვაიში პირველი სამხედრო აკადემია დააარსა.
იეგროსი უფრო ჯარისკაცი იყო, ვიდრე პოლიტიკოსი. კონსულის თანამდებობიდან ფულხენსიო იკავებდა 1814 წლის 12 თებერვლიდან 12 ივნისამდე.[1] ვადის გასვლის შემდეგ, ფრანსია პარაგვაის დიქტატორად აირჩიეს. იეგროსი ცამოსორდა საზოგადოებრივ ცხოვრებას და საცხოვრებლად თავის მამულში გადავიდა.
1820 წელს იეგროსი მონაწილეობდა ფრანკიის დამხობის წარუმატებელ შეთქმულებაში. შეთქმულების წარუმატებლობის შემდეგ, იეგროსი დააპატიმრეს და 1821 წლის 17 ივლისს სიკვდილით დასაჯეს.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1891 წელს, კაასაპას დეპარტამენტში მდებარე პატარა ქალაქს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქიდან 245 კმ-ში მდებარეობს, მისი სახელი მიენიჭა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პარაგვაის პირველი დაგეგმილი ქალაქი იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]