ფულადი ნაკადების ანგარიშგება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუღალტრული აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება, ფულის მოძრაობის უწყისი (ინგლ. cash flow statement) — ფინანსური ანგარიშგების ფორმა, რომლის მიზანია, ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის მომხმარებელი უზრუნველყოს პერიოდის განმავლობაში საწარმოში ფულადი სახსრების შემოსვლისა და გასვლის შესახებ ინფორმაციით. იგი გვიჩვენებს ფულადი სახსრების მასას და მოძრაობას, ასევე საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთის ცვლილებას პერიოდის განმავლობაში.

ანგარიშგების მიზნები და ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწარმოს მიერ მირებული მოგება და ფულადი სახსრები, როგორც წესი, ერთმანეთს არ ემთხვევა. სავსებით შესაძლებელია, საწარმომ საანგარიშგებო წელი დაამთავროს დიდი მოგებით, მაგრამ ჰქონდეს ცოტა ფული. ამასთან, უდავოა, რომფული სამეურნეო სამიანობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ფულის საშუალებით ხდება ხელფასების გადახდა, კრედიტორული დავალიანების დაფარვა, ხარჯების ანაზღაურება და სხვა. შესაბამისად, საწარმოს მართვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ფულადი სახსრების მოძრაობას.

ფულადი ნაკადების შესახებ ინფორმაცია, გარდა საწარმოს ხელმძღვანელობისა, საინტერესო და სასარგებლოა ინფორმაციის სხვა მომხმარებლებისთვისაც. ისინი დაინტერესებულნი არიან გაიგონ, თუ როგორ გამოიმუშავებს და იყენებს საწარმო ფულად სახსრებს და მათ ეკვივალენტებს.

ამგვარად, ფულადი ნაკადების შესახებ ინფორმაციით ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეაფასონ საწარმოს მიერ ფულადი სახსრებისა და მისი ეკვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობა, დროულობა და საიმედობა. ასეთი ინფორმაცია შესაძლებლობას იძლევა:

  • შეფასდეს საწარმოს მოკლე და გრძელვადიანი გადახდისუნარიანობა;
  • დადგინდეს, შეძლებს თუ არა საწარმო კრედიტებისა და დივიდენდების გადახდას;
  • განისაზღვროს საწარმოს მოთხოვნები დამატებით დაფინანსებაზე;
  • მოხდეს მომავალი პერიოდის ფულადი ნაკადების პროგნოზირება;
  • გაირკვეს წმინდა მოგებასა (ან ზარალსა) და ფულადი სახსრების წმინდა მატებას (ან კლებას) შორის განსხვავების მიზეზი.

ყველა საწარმოს ფულადი ნაკადების საკუთარი არსები გააჩნია. ისინი, ზოგადად, შეიძლება შემდეგი სახით დაჯგუფდეს:

საწარმოში შემოდინება — დამფუძნებელთა შემონატანი (კაპიტალის გაზრდა), სავაჭრო ამონაგები, დებიტორებიდან შემოსული თანხები, გრძელვადიანი აქტივების გაყიდვიდან მიღებული, მიღებული საიჯარო გადასახდელები, მიღებული პროცენტები და დივიდენდები.

საწარმოდან გადინება — დამფუძნებელთა გატანა (კაპიტალის შემცირება), ხელფასის გადახდა, მარაგის შესყიდვა, კრედიტორული დავალიანების დაფარვა, შეძენილი გრძელვადიანი აქტივების ღირებულების გადახდა, გადასახადების გადახდა.

ფულადი ნაკადების ანგარიშგების კომპონენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფულადი ნაკადების ანგარიშგება სამ მთავარ ჯგუფად იყოფა. ბასს 7-ის განმარტებით, ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში უნდა აისახოს ფულადი სახსრების ნაკადები საანგარიშგებო პერიოდში, რომელიც დაჯგუფებული იქნება:

  • საოპერაციო საქმიანობის ფულადი ნაკადების ჯგუფი — საწარმოს ძირითადი შემოსავლების მომტანი და სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობა.

აღნიშნულ ჯგუფში აისახება საწარმოს ძირითადი შემოსავლების მომტან საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული და გასული ფულადი სახსრები. ჩვეულებრივ, საოპერაციო საქმიანობის ფულად ნაკადებს მიეკუთვნება:

ა) საქონლის გაყიდვიდან და მომსახურების გაწევიდან მიღებული ფულადი სახსრები;
ბ) როიალტებიდან, ჰონორარებიდან, საკომისიო გადასახდელებიდან და შემოსავლებიდან მიღებული ფულადი სახსრები;
გ) საქონელსა და მომსახურებაზე მომწოდებლისათვის გადახდილი ფულადი სახსრები;
დ) თანამშრომლებისათვის და მათი სახელით გადახდილი ფულადი სახსრები;
ე) სადაზღვეო საწარმოსათვის სადაზღვეო პრემიებითა და პრეტენზიებით, ანუიტეტებითა და სხვა სადაზღვევო დახმარებით მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები;
ვ) მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფულადი სახსრების გადახდა ან დაბრუნება, თუ იგი დაკავშირებული არ არის საფინანსო და საინვესტიციო საქმიანობასთან;
ზ) კომერციული გარიგებისა და სავაჭრო მიზნით დადებული კონტრაქტებით მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები.
  • საინვესტიციო საქმიანობის ფულადი ნაკადების ჯგუფი — გრძელვადიანი აქტივებისა და იმ სხვა ინვესტიციათა შეძენა და რეალიზაცია, რომლებსაც არ მოიცავს ფულადი სახსრების ეკვივალენტები.

აღნიშნულ ჯგუფში აისახება ფულადი სახსრები, რომელიც დაკავშირებულია გრძელვადიან აქტივებთან. ჩვეულებრივ, საინვესტიციო საქმიანობის ფულად ნაკადებს მიეკუთვნება:

ა) ძირითადი საშუალებების, არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები. ამაში ასევე შედის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე გაწეული კაპიტალიზებული დანახარჯები და საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებები;
ბ) ძირითადი საშუალებების, არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ფუალდი სახსრები;
გ) სხვა საწარმოების საკუთარი კაპიტალის ან სასესხო ინსტრუმენტებისა და ერთობლივი საქმიანობის წილის შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები;
დ) სხვა საწარმოების საკუთარი კაპიტალის ან სასესხო ინსტრუმენტებისა და ერთობლივი საქმიანობის წილის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები;
ე) სხვა პირებზე ავანსებად და სესხებად გაცემული ფულადი სახსრები;
ვ) სხვა პირებზე გაცემული ავანსებისა და სესხების დასაფარად მიღებული ფულადი სახსრები;
ზ) ფიუჩერსული, ფორვარდული, საოფციო და სვოპკონტრაქტებით გადახდილი ფულადი სახსრები;
თ) ფიუჩერსული, ფორვარდული, საოფციო და სვოპკონტრაქტებით მიღებული ფულადი სახსრები;
  • საფინანსო საქმიანობის ფულადი ნაკადების ჯგუფი — ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგად რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება საწარმოს საკუთარი კაპიტალი და ნასესხები საშუალებები.

აღნიშნულ ჯგუფში აისახება ფულადი სახსრები, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს პარტნიორებისა და კრედიტორებისაგან სახსრების მოზიდვასა და მათთვის თანხების გადახდასთან. ჩვეულებრივ, საფინანსო საქმიანობის ფულად ნაკადებს მიეკუთვნება:

ა) აქციებისა და საკუთარი კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები;
ბ) მესაკუთრეთათვის აქციების შეძენის ან გამოსყიდვის მიზნით გადახდილი ფულადი სახსრები;
გ) სავალო ფასიანი ქაღალდების, სესხების, თამასუქების, ობლიგაციების, გირაოებისა და სხვა მოკლევადიანი ან გრძელვადიანი სესხების გამოშვების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები;
დ) სესხების დასაფარად გადახდილი ფულადი სახსრები;
ე) მოიჯარის მიერ ფინანსური იჯარის ვალდებულებების შესამცირებლად გადახდილი ფულადი სახსრები.

შენიშვნა: საწარმოში კომერციულ გარიგებასა თუ სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოძრაობა, რომელსაც არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, აისახება საოპერაციო საქმიანობის ჯგუფში, მიუხედავად იმისა თუ ერთჯერადი შემთხვევის პირობებში რომელ ჯგუფში შედიოდა მანამდე.

არსებობს ფულადი ნაკადების ანგარიშგების ორი მეთოდი, ესენია: პირდაპირი და არაპირდაპირი.

ფულადი ნაკადების ანგარიშგების წარდგენა პირდაპირი მეთოდით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასს 7-ით დადგენილია, რომ საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადები პირდაპირი მეთოდით გამოყენებისას ნაჩვენები უნდა იყოს ფულადი სახსრების შემოსავლისა და გასავლის მთლიანი ნაკადები, ძირითადი კატეგორიების მიხედვით.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება
20XX წლის მდგომარეობით
(პირდაპირი მეთოდი)
ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან
კლიენტებისაგან მიღებული ფულადი სახსრები
X
მომწოდებლებსა და თანამშრომლებზე გაცემული ფულადი სახსრები
(X)
საოპერაციო საქმიანობიდან შემოსული თანხები
X
გადახდილი პროცენტები
(X)
გადახდილი მოგების გადასახადი
(X)
წმინდა ფულადი სახსრები საოპერაციო საქმიანობიდან
X
ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან
შვილობილი საწარმოს შეძენა მისი ფულადი სახსრების გამოკლებით
(X)
ძირითადი საშუალების შეძენა
(X)
მანქანა დანადგარების გაყიდვიდან მიღებული თანხები
X
მიღებული პროცენტები
X
მიღებული დივიდენდები
X
წმინდა ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობიდან
X
ფულადი ნაკადები საფინანსო საქმიანობიდან
შემოსულობანი აქციათა ემისიის შედეგად
X
შემოსულობანი გრძელვადიანი სესხებიდან
X
ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა განაღდება
(X)
გადახდილი დივიდენდები
(X)
წმინდა ფულადი სახსრები საფინანსო საქმიანობიდან
X
ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების წმინდა ზრდა
X
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის
X
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის
X

ფულადი ნაკადების ანგარიშგების წარდგენა არაპირდაპირი მეთოდით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასს 7-ით დადგენილია, რომ საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების ნაკადები არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებისას წმინდა მოგება ან ზარალი კორექტირდება არაფულადი ოპერაციების შედეგებით, წარსულში ან მომავალი პერიოდის საოპერაციო შემოსავლებისა და გადახდების გადავადების ან დარიცხვის გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობის ფულადი სახსრების ნაკადებთან.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება
20XX წლის მდგომარეობით
(არაპირდაპირი მეთოდი)
ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან
მოგება დაბეგვრამდე
X
შესწორებები შემდეგი მუხლებისათვის:
ცვეთა
X
ვალუტის კურსის ცვლილებით მირებული ზარალი
X
შემოსავალი ინვესტიციებიდან
(X)
საპროცენტო ხარჯები
X
X
დებიტორული დავალიანების ზრდა
(X)
სასაქონლო მატერიალური ფასეულობის შემცირება
X
მომწოდებელთა კრედიტორული დავალიანების შემცირება
(X)
წმინდა ფულადი სახსრები საოპერაციო საქმიანობიდან
X
ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან
შვილობილი საწარმოს შეძენა მისი ფულადი სახსრების გამოკლებით
(X)
ძირითადი საშუალების შეძენა
(X)
მანქანა დანადგარების გაყიდვიდან მიღებული თანხები
X
მიღებული პროცენტები
X
მიღებული დივიდენდები
X
წმინდა ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობიდან
X
ფულადი ნაკადები საფინანსო საქმიანობიდან
შემოსულობანი აქციათა ემისიის შედეგად
X
შემოსულობანი გრძელვადიანი სესხებიდან
X
ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა განაღდება
(X)
გადახდილი დივიდენდები
(X)
წმინდა ფულადი სახსრები საფინანსო საქმიანობიდან
X
ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების წმინდა ზრდა
X
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისათვის
X
ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის
X

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რ. ძაძამია, რ. ჟორჟოლიანი, „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება“, „ბაფი“, 2008