ფუკურო იპეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუკურო იპეი
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1897(1897-10-17)
დაბადების ადგილი ტოკიო
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1971(1971-07-02) (73 წლის)
საქმიანობა მთარგმნელი და კინოკრიტიკოსი
მოქალაქეობა Flag of Japan.svg იაპონია
ალმა-მატერი ტოკიოს უხოური ენების უნივერისტეტი

ფუკურო იპეი (იაპონ. 袋一平; დ. 17 ოქტომბერი, 1897 — გ. 2 ივლისი, 1971) — იაპონელი მწერალი, ფილოლოგი, საზოგადო მოღვაწე. იყო ალპინისტიც. დაამთავრა ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტის რუსული განყოფილება, 1963 იმოგზაურა საქართველოში. მეორედ ჩამოვიდა 1966, რუსთაველის საიუბილეო ზეიმზე. ეკუთვნის რამდენიმე წერილი ქართული ლიტერატურისა და კულტურის საკითხებზე, წიგნი „საქართველო ალპინისტის თვალით“ (1967). იაპონურ ენაზე პროზაულად თარგმნა და ჰაიასე ტადაჩის ნახატებითა და მ. ზიჩის საკაზმებით გამოსცა ვეფხისტყაოსანი (1955). ეს გამოცემა რამდენიმეჯერ განმეორდა (საერთო ტირაჟი 100000).

1972 გამოსცა ვეფხისტყაოსნის მდიდრულად დასურათებული პოეტური თარგმანი. იაპონურ ენაზე თარგმნა ქართული ფოლკლორების ნიმუშები, აგრეთვე გადმოცემები და ლეგენდები რუსთაველზე (ი. მეგრელიძის წიგნიდან „რუსთაველი და ფოლკლორი“, თბილისი, 1960). თარგმნილი აქვს ნოდარ დუმბაძის, ნიკოლოზ ტიხონოვის, ვალენტინ კატაევის და სხვა მწერლების ნაწარმოებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]