ფუერტე-ოლიმპო
| ქალაქი | |
|---|---|
|
ფუერტე-ოლიმპო Fuerte Olimpo | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| დეპარტამენტი | ალტო-პარაგვაი |
| კოორდინატები | 21°02′09″ ს. გ. 57°52′31″ დ. გ. / 21.03583° ს. გ. 57.87528° დ. გ. |
| დაარსდა | 1792 |
| ფართობი | 24 271 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 64 მ |
| ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა |
| მოსახლეობა | 6 500 კაცი (2008) |
| სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 |
| საფოსტო ინდექსი | 9000 |
ფუერტე-ოლიმპო (ესპ. Fuerte Olimpo) — ქალაქი პარაგვაიში, ალტო-პარაგვაის დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ასუნსიონიდან 838 კმ-ის დაშორებით, მდინარე პარაგვაის ნაპირებზე. თავდაპირველად მას ფუერტე-ბორდონს ეძახდნენ. ქალაქს გარს 4 კმ სიგრძის კედელი არტყია.
ქალაქი 1792 წელს ფუერტე-ბორდონის სახელწოდებით დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი პრეზიდენტ ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსიას მმართველობისას ეწოდა სავარაუდოდ ახლომდებარე იმ ბორცვისგან, რომელიც საბერძნეთში მდებარე ოლიმპოს მთას წააგავს.
კლიმატი ტროპიკულია, ზაფხულის ტემპერატურა 45 °C (113 °F)-ის ფარგლებშია, მინიმალური კი ზამთარში, 9 °C (48 °F) ფიქსირდება. საშუალო წლიური ტემპერატურაა 25 °C (77 °F). რეგიონისათვის დამახასიეთებელია ძლიერი წვიმები.
2008 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6 500 ადამიანს შეადგენს.