ფუა-გრა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ფუა-გრა | |
---|---|
Foie gras | |
![]() ![]() | |
ტიპი | spread |
ქვეყანა | საფრანგეთი და ძველი ეგვიპტე |
ეროვნული სამზარეულო | ფრანგული სამზარეულო |
შექმნის წელი | ძვ. წ. 4500 |
ძირითადი შემადგენლობა | liver |
ფუა-გრა (ფრანგ. Foie gras /fwɑːˈgrɑː/, "ცხიმიანი (სქელი) ღვიძლი") არის ბატის ან იხვის ღვიძლი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის გასქელებული (გაცხიმოვანებული) ე.წ. ფრანგული წესით. ფუა-გრას პატეს ასევე სტრასბურგის ორცხობილას უწოდებნენ, ვინაიდან ერთ დროს ეს ქალაქი ამ პროდუქტის მთავარი მწარმოებელი იყო.
ფუა-გრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგად ცნობილი დელიკატესია ფრანგულ კულინარიაში და მის გემოს აღწერენ როგორც გაჯერებულს, მსუყეს და დელიკატურს, განსხვავებით ჩვეულებრივი ბატის ან იხვის ღვიძლისგან. ფუა-გრა იყიდება, როგორც მთელი, ისე მუსის, პარფეს ან პაშტეტის ფორმით მომზადებული და, როგორც წესი, სხვა საკვებთან თანმხლები პროდუქტია.