ფსკოვის არქიტექტურული სკოლის ეკლესიები
იერსახე
| ფსკოვის არქიტექტურული სკოლის ეკლესიები | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| კრიტერიუმები | (ii) |
![]() | |
ფსკოვის არქიტექტურული სკოლის ეკლესიები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც სიაში შეიტანეს 2019 წელს.[1] ობიექტი მოიცავს ათ ეკლესიას ან მონასტერს და მათთან დაკავშირებულ შენობებს რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ფსკოვის გარშემო. იგი წარმოადგენს ფსკოვის სკოლის ნამუშევრებს, რომელიც ეფუძნებოდა ბიზანტიურ და ნოვგოროდის ტრადიციებს და შემდეგ დაუკავშირდა ადგილობრივ ხალხურ ტრადიციებს. ეკლესიები თარიღდება XII-XVI საუკუნით, მაგრამ ამ სტილის არქიტექურა XV და XVI საუკუნეებშია აღმოჩენილი. ფსკოველი არქიტექტორები მუშაობდნენ რუსულ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, ყაზანში და სვიაჟსკში.[2] იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესიის გადაწყვეტილებით 2019 წლის ივლისში.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Six cultural sites added to UNESCO's World Heritage List. UNESCO World Heritage Centre (7 July 2019).
- ↑ Churches of the Pskov School of Architecture. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 8 November 2021
- ↑ Federico, Lenzerini (2023-10-06), "Protection of Properties Not Inscribed on the World Heritage List", The 1972 World Heritage Convention (Oxford University Press), ISBN 978-0-19-887744-8, https://doi.org/10.1093/law/9780198877448.003.0011. წაკითხვის თარიღი: 2025-03-13
