შინაარსზე გადასვლა

ფსიქიკის ძირითადი ორიენტაციები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერნარდ ლივეხუდი, ფსიქიკის შინაგანი არსის გამოხატულებას , ადამიანის ნებისმიერი აქტივობის სტილის განმსაზღვრელ, ექვს 'ძირითად ორიენტაციას' გამოყოფს: მკვლევარი, მოაზროვნე, ორგანიზატორი, რეფორმატორი,მზრუნველი და კონსერვატორული (ადმინისტრაციული) ტიპი. თითოეული ეს ტიპი შეიძლება ხასიათდებოდეს კრეტიულობით ან არა. კრეატიულობა ძირითად ორიენტაციას შემოქმედებით ძალად აქცევს.არაკრეატიულობა კი მიდრეკილებებადვე ტოვებს. თითოეულ ადამიანში რამდენიმე ძირითადი ორიენტაცია შეიძლება იყოს.ამათგან შესაძლოა ერთ-ერთი უფრო ძლიერ გამოხატული იყოს,რასაც დომინანტური ძირითადი ორიენტაცია ეწოდება.

1. მკვლევარი_ ამ ტიპის ადამიანთა ძირითადი მოთხოვნილებაა გამოიკვლიონ თუ როგორ ფუნქციონირებს სამყარო და როგორ შეიძლება აიხსნას მიმართება ცალკეულ მოვლენებს შორის. ამასთან თვითონ კვლევის ობიექტი მეორე ხარისხოვანია და ძირითადი აქცენტი კვლევის პროცესზე კეთდება. შემოქმედებითი მკვლევარი მიდერეკილია დამოუკიდებლად მუშაობისკენ, ხოლო არაშემოქმედებითი მზადაა რუტინული სამუშაოს შესასრულებლად ან სხვათა აზრის მოსასმენად და გასათვალისწინებლად.

2. მოაზროვნე_ ამ ტიპის ადამიანთა მოთხოვნილებაა მოაწესრიგონ საკუთარი იდეები თეორიებისა და სისტემების სახით. მათ გააჩნიათ საკუთარი შეხედულებათა სისტემა და პროტესტს გამოთქვამენ, როდესაც სხვათა აზრის უკრიტიკო მიღებას სთხოვენ.

3. ორგანიზატორი_ ამ ტიპის ძირითადი მოთხოვნილებაა დაეუფლოს,მოაწესრიგოს და მართოს სამყარო. ის აგრესიულობამდე აქტიურია და ცნობიერად თუ არაცნობიერად ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას ადამიანებსა და საგნებზე. ორგანიზატორული ორიენტაციის ადამიანები ყველაზე წარმატებულები 30-40 წლის ასაკში არიან. ხშირად ორგანიზატორული ძირითადი ორიენტაცია სხვა ძირითად ორიენტაციებთან კომბინაციაში გვხვდება, რაც ორგანიზებისკენ სწრაფვას ნაკლებად აგრესიულს ხდის.

4. მზრუნველი_ ამ ტიპის ადამიანის მოთხოვნილებაა მოუაროს,გაახაროს, იზრუნოს ყოველივე ცოცხალზე. სოციალურ სამყაროში ეს ტიპი ქმნის გარემოს სადაც ხელსაყრელი პირობებია სხვათა განვითარებისთვის, თუმცა თვითონ უკანა პლანზე რჩება. სრულყოფილად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ბავშვი იზრდებოდეს გარემოში, სადაც მზრუნველობითი ორიენტაცია სჭარბობს.

5. რეფორმატორი_ ეს ტიპი სხვადასხვა სახით ვლინდება,თუმცა ძირითადი მოთხოვნილებაა უკვე არსებულის შეცვლა, გაუმჯობესება. ისინი შეიძლება იყვნენ ავადმყოფის განკურნების მსურველი თერაპევტები ან რევოლუციონერები. პროფესიის არჩევისას რეფორმატორი ეძებს ახალს,ჯერ არ არსებულს.შესაბამისად ისინი ხშირად ახალ პროფესიებს იგონებენ და პირველის სტატუსს ირგებენ. როგორც წესი ასეთი ტიპები ცხოვრებაში ნონკონფორმისტები არიან.

6. კონსერვატორი(ადმინისტრატორული ტიპი)_ ეს ადამიანები ძირითადად უკვე არსებულის მოწესრიგების, აღნუსხვის, შენარჩუნების სურვილით მოქმედებენ. ისინი არ ავიტარებენ საკუთარ აზრს, არამედ სხვათა ნააზრევის მოწესრიგების, წარსულის სისტემატური სახის შექმნას ცდილობენ. ხშირად ამ ტიპის ადამიანები დიპლომატები, ჟურნალისტები, ბიბლიოთეკარები არიან.

  • ბერნარდ ლივეხუდი — ადამიანის ცხოვრების გზა თბ., 2002 წელი