ფსიტაკოზავრები (ლათ.Psittacosaurus) — ნამარხი ქვეწარმავლების გვარიფრინველმენჯა დინოზავრებისრიგისა. მცირე ზომის (1— 1,5 მ სიგრძის) ცხოველები იყვნენ. დადიოდნენ უკანა კიდურებით. იკვებებოდნენ მცენარეებით. ქალას ფორმით და ყბების ნისკარტისებური აგებულებით რქოსან დინოზავრებს, ხოლო კბილებით ანკილოზავრებს ჰგავდნენ. ფსიტაკოზავრების ხუთთითიანი უკანა კიდურები წინა — ოთხთითიანზე ბევრად დიდი იყო; თათები სუსტად ჰქონდათ განვითარებული. ყველა თითი ბრტყელი, ჩლიქოსებური ფალანგით ბოლოვდებოდა.