ფსილოციბინი

ფსილოციბინი, აგრეთვე ცნობილია როგორც 4-ფოსფორილოქსი-N,N-დიმეთილტრიპტამინი (4-PO-DMT) — ბუნებრივი ფსიქოდელიური პროწამლის ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება 200-ზე მეტი სახეობის სოკოს მიერ. ის არის ტრიპტამინების ოჯახის ალკალოიდი; ფსილოცინის ფოსფორილირებული წარმოებული.
ფსილოციბინის ყველაზე მაღალი შემცველობა აღმოჩენილია ფსილოციბეს გვარის სოკოებში, როგორებიცაა Psilocybe semilanceata და Psilocybe cyanescens, მაგრამ ფსილოციბინი აგრეთვე გამოყოფილია დაახლოებით ათეული სხვა გვარიდან, როგორიცაა პანეოლუსი, სტროფარია,[1] გიმნოპილუსი, ინოციბე[2][3] და მრავალი სხვა.
თავისი ქიმიური სტრუქტურითა და ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ის მსგავსია დიმეთილტრიპტამინისა,[4] რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ენდოგენურად გამოიმუშავებს ჯალღუზისებრი ჯირკვლის მეშვეობით.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Семейство строфариевые. Род Псилоцибе (Psilocybe) დაარქივებული 2009-07-27 საიტზე Wayback Machine. // Жизнь растений / Под ред. проф. М. В. Горленко. — М.: Просвещение, 1976. — Т. 2: Грибы.
- ↑ Нездойминого Э. П., Определитель грибов России. Порядок Агариковые. Семейство Паутинниковые, СПб.: «Наука», 1996. — 18—19 გვ, ISBN 5-02-026-035-5.
- ↑ Gartz J., Occurrence of psilocybin, psilocin and baeocystin in Gymnopilus purpuratus(ინგლისური) // Persoonia, 1984, ტ. 14.
- ↑ Алкалоид Псилоцибин - Plants and People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-05. ციტირების თარიღი: 2021-12-05
- ↑ РОЛЬ ЭПИФИЗА В РЕГУЛЯЦИИ ПСИХОФИЗИОЛОГИЧЕСКИХ ФУНКЦИЙ ОРГАНИЗМА - Международный журнал прикладных и фундаментальных исследований (научный журнал). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-05. ციტირების თარიღი: 2021-12-05