ფსევდოზუქიები (ლათ.Pseudosuchia) — ამომწყდარი ქვეწარმავლების რიგითეკოიდების ზერიგისა. ცხოვრობდნენ ტრიასულ პერიოდში. იყვნენ როგორც 4, ისე 2 ფეხზე მოსიარულენი; ზურგის მხარეზე ჰქონდათ რქოვანი ფარებისაგან შემდგარი კანოვანი ჯავშანი. ფსევდოზუქიების უმრავლესობა პატარა ზომის ხმელეთის მტაცებლები იყვნენ. არსებობდნენ ნიანგისმაგვარი ფორმები, რომლებიც სიგრძით 5 მ აღწევდნენ. ფსევდოზუქიების ნაწილი შეეგუა ხეებზე ცხოვრებას. განამარხებული ნაშთები ცნობილია ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ნალექებიდან. ნაპოვნია ურალისპირა მხარეში და ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში.